ფსიქოლოგიური რეაქციები სტრესზე

0
ცხოვრებისეულ სიტუაციაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მრავალი ადამიანისათვის სტრესის საფუძველს წარმოადგენს.ისეთი სასურველი მოვლენებიც კი როგორიცაა მაგალითად ლატარიაში მოგება ცხოვრების ჩვეული მსვლელობის ცვლილებას მოითხოვდეს რაც გარკვეულ სტრესს წარმოქმნის, ამიტომ ამ დროს საჭიროა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ცვლილებების გათვალისწინება. მოვლენა რომელიც ნეგატიურია და ამასთანავე უმართავი, მოულოდნელი და გაუგებარი, განსაკუთრებით ძლიერ სტრესს იწვევს. ფსიქოლოგები იკვლევდნენ ადამიანის რეაქციას სხვადასხვა უბედურ მოვლენებზე და კატასტროფებზე. ძალადობის მსხვერპლი, თვითმფრინავის კატასროფების დროს გადარჩენილები, ომის ვეტერანები და სხვები რომლებმაც მარავმირებელი მოვლენები პირადად განიცადეს შეიძლება ემოციურად რეაგირებდნენ პოსტტრავმულ სრესის აშლილობით. ეს არის სტრესზე რეაქცია, რომლის დროსაც ინდივიდი იტანჯება მატრავმირებელი მოვლენების მუდმივი აკიატებული განცდით მაგალითად “ფლეშბეკების“ ანუ წარსული მოგონებების უეცარი გაცოცხლების ან ღამის კოშმარების ფორმით. საბოლოოდ ამ რეაქციით გამოწვეულ ემოციურ ტკივილს შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები: ძილის პრობლემები, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, უეცარი შეკრთომები.
0