ჩეხეთში მთავრობის გადაყენების მოთხოვნით აქციები იმართება
Pirveliradio Ge
ჩეხეთში ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ - ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მოძრაობა „დემოკრატიის მილიონმა მომენტმა“ 100-ზე მეტ დასახლებაში, მათ შორის პრაღაში მოაწყო.
ქვეყნის დედაქალაქის მთავარ მოედანზე 1500-მდე ადამიანი პირბადეებით მივიდა. კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ქვეყანაში თავდაცვის საშუალებების კრიზისი შეიქმნა. დემონსტრანტების თქმით, მარაგების შესავსებად მთავრობამ ჩინეთისგან ნიღბები შეუსაბამოდ მაღალ ფასად შეისყიდა და პროცესი გამჭირვალე არ იყო.