ჰიგიენა ანტიკურ სამყაროში-რატომ ფიქრობდნენ რომ ბანაობა არარეალური იყო?

0
მე-19 საუკუნემდე ევროპაში საშინელი ველურობა მეფობდა. დაივიწყეთ იმის თაობაზე, თუ რას გვაჩვენებენ ფილმებში ან ვკითხულობთ რომანტიული ჟანრის რომანებში. სიმართლე —- ის ბევრად ნაკლებ სურნელოვანია…… ეს ეხება არა მარტო შუასაუკუნეებს, არამედ ნაქებ აღორძინების ხანასაც, რადგან პრინციპულად არაფერი შეცვლილა. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ევროპული ყოფის თითქმის ყველა უარყოფით მხარეში დამნაშავე ქრისტინული რელიგიაა, პირველ რიგში—კათოლიკური. ანტიკურ სამყაროს ჰიგიენური პროცედურები ითვლებიოდა ერთ-ერთ მთავარ სიამოვნებად.. საკმარისია გავიხსენოთ ცნობილი რომაული თერმები(აბანოები). ქრიეტიანობის გამარჯვებამდე მარტო რომში ფუნქციონირებდა ათასზე მეტი აბანო! ქრისტიანებმა კი, უპირველეს ყოვლისა, მმართველობაში მოსვლისას, დახურეს ყველა აბანო. იმ დროინდელი მოსახლეობა ბანაობას საეჭვოდ მიიჩნევდა:თვლიდნენ, რომ ბანაობისას იხსნება ფორები და მათი მეშვეობით ორგანიზმში ავადმყოფობა ხვდებოდა, ამიტომ ბანაობა დაავადების რისკს ზრდიდა, ამის კი ეშინოდათ, თან ცივი წყლისგან გაციებას ერიდებოდნენ… მაშინ, როდესაც მდინარესი უამრავი სიბინძურე ისხმებოდა და ამავე მდინარიდან იღებდნენ სასმელ და დასაბან წყალს—არ არის გასაკვირი, რომ წყლის შიში ქონდათ. იყო მეორე მიზეზიც, თუ რატომ არ ბანაობდნენ:სიშიშვლე ცოდვად ითვლებოდა. თუმცა ასე უფრო მოგვიანებით მე-18, მე-19 საუკუნეებში ფიქრობდნენ და ამიტომ არ ბანაობდნენ. ცხელი აბაზანის მიღება არარეალური იყო! შეშა ძვირი ჯდებოდა. შეშის ძირითად მომხმარებელს—წმინდა ინკვიზიციას, თავად მძლივს ჰყოფნიდა შეშა, ამიტომ თავისი უსაყვარლესი კოცონზე დაწვა ჩაანაცვლეს სხვა სახის მოკვდინებით. უამრავი ფაქტია ცნობილი დიდგვაროვნების შესახებ, რომლებიც დაუბანლობისგან გამოწვეული დაავადებებით კვდებოდნენ….. ესპანეთის დედოფალი იზაბელა კასტილიელი (XV საუკუნის ბოლო) აღიარებდა, რომ მთელი მისი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ იბანავა— დაბადებისას და ქორწილის დღეს. ერთ-ერთი მეფის ქალწული დაიღუპა ტილებისგან. მაშინ ხშირი იყო მწერებისგან დაღუპვის ფაქტები.. ჰერცოგ ნორფოლკი უარს ამბობდა ბანაობაზე რელიგიური თვალსაზრისით. მისი სხეული დაიფარა ჩირქოვანი გამონაყარით.მსახურებმა დრო იხელთეს, როდესაც მისი ბრწყინვალება ძალიან დათვრებოდა და მძლივას აბანავეს. რუსმა ელჩებმა, რომლებიც საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XIV კარს ეწვივნენ, დაწერეს, რომ მისი აღმატებულება “ყარს, როგორც გარეული მხეციო”. #ისტორია
#ახალიამბები
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#ჯანსაღიცხოვრება
0