სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 39-ით გაიზარდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140055 სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის მიხედვით განვლილი 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეისათვის, სომხეთში, სულ ინფიცირების 329 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. მათგან სრულად განკურნებულია 18 კაცი. გარდაცვლილია ერთი, 72 წლის პაციენტი, რომელსაც ორმხრივი პნევმონიის გარდა, პოლიორგანული უკმარისობა, ჰიპერტენზია და გულის რითმის დარღვევა აღენიშნებოდა.
0