კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-ს მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140056 კორონავირუსის საფრთხეებთან ბრძოლაში აშშ-ს მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა. ტრენინგები ჩატარდა ვირუსის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. "აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოში მათი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს COVID-19-ის საფრთხეებთან ბრძოლაში. უახლესი ტრენინგების ფარგლებში, COVID-19-ის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ასევე, ინფექციის პრევენციასა და კონტროლის პრაქტიკებზე, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად", — წერია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 13 გამოჯანმრთელდა. გაიზარდა კარანტინში მყოფი პირების რიცხვიც და ის უკვე 4 505-ია, ხოლო სტაციონარში 247 პაციენტი რჩება.
0