სახელმწიფო ბიზნესს საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირებაში დაეხმარება - გიორგი გახარია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ბიზნესს საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირებაში დაეხმარება. 'ერთ-ერთი დახმარება ბიზნესისთვის გახლავთ საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირება . 1500 ლარამდე ხელფასების მქონე მათ თანამშრომელთათვის 750 ლარის ოდენობით. ბიზნესს ვათავისუფლებთ ამ საშემოსავლო გადასახადისგან და სახელმწიფო იხდის ამ გადასახადს. წინა ტალღის პირობებში შღავათმა დაფარა 33 ათასი კომპანია და შეეხო 425 ათას დასაქმებულ ადამიანს, ეს იყო დაახლოებით 260 მილიონი ლარი. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით.' - განაცხადა გიორგი გახარიამ მისივე განცხადებით, სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „საუბარი არის არა სესხების სუბსიდირებაზე, არამედ გადავადებაზე. ამაზე ვისაუბრეთ ბანკებთან, გვაქვს კომუნიკაციის კარგი არხები როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე ინდმეწარმეებთან. ყველაფერს ავამუშავებთ, რათა კონკრეტულად ამ სფეროში ადამიანებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდეთ. რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას, რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს გარკვეული ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირებულთა რიცხვის უკონტროლო ზრდას უფრო დიდი ეკონომიკური ფასი ექნება. ჩვენი გათვლებით, ამ შეზღუდვების ფასი იქნება 0,7-0,8% უკვე არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან“ - აცხადებს გიორგი გახარია.