თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, პირბადეების დარიგების მიზნით ზუგდიდში , , ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოწვეული თავყრილობა მავნებლობა და ადამიანების საფრთხის ქვეშ დაყენება იყო.
, , თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები. მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი ხალხმრავალი შეკრებებისგან. ახლა არის ის დრო, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და რჩევები, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ, ” - განაცხდა კალაძემ.
მისივე თქმით, თუ ენმ-ს მართლაც სურს კეთილი საქმის კეთება, ამაზე პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფოს გადააბარებს. კალაძის განცხადებით, ამ მიზნით არსებობენ სპეციალურად გადამზადებული მოხალისეები, რომლებიც აღჭურვილნი არიან შესაბამისი საშუალებებით და იცავენ უსაფრთხოების წესებს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში თავშეყრის ორგანიზატორები 15 000 ლარით დააჯარიმეს.
#კახაკალაძე
#ზუგდიდინ
#ენმ
#პირბადე
#tbilisidaily