პაატა იმნაძე ხელთათმანების გამოყენების წესზე

0
პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა ხელთათმანების სწორად მოხმარების წესზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია მათი დამუშავება სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით. , , მინდა ახლა უბრალოდ ყველას ვუთხრა, რომ ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, რადგან ხელთათმანი როცა გვიკეთია, ხელს ისევე უნდა დამუშავება ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით. რა განსხვავებაა, მერე ხელთათმანიან ხელს მივიდებთ სახეზე, თვალზე მოვიკიდებთ ან ნიღაბს გავისწორებთ, ავიწევთ-ჩავიწევთ. სამწუხაროდ, მე ამას ვუყურებ ხოლმე. რა განსხვავებაა ახლა მობილურ ტელეფონს თუ ხელთათმანიანი ხელით ავიღებთ. იმნაძის თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება მაღაზიაში მომუშავე ადამიანებს. , , გასაგებია, ის თავს იცავს, მაგრამ ეს თავდაცვაც უნდა კარგად გაითავისოს. კანიდან არაფერი არ იჭრება, ეს ხელები რატომაა სახიფათო, რადგან მერე ამ ხელით ჩვენ ვეხებით სახეს, ვეხებით პირს, ცხვირს ან თვალს და ასე გადაგვაქვს ინფექცია. ასე რომ, ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება ინფექციის გადატანა, ამიტომ ხშირად დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელებიც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
#პაატაიმნაძე
#დეზინფექცია
#ხელთათმანი
#რეკომენდაცია
#tbilisidaily
0