1 votes
0 comments
0 shares
Save
43 views
დავით გოგოლაძე
Tbilisi · 3 months ago
#doctor
დავით გოგოლაძე
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Headline
Tbilisi · 2 months ago
Business insider: ამერიკელმა ექიმმა COVID-19-ის გამო თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მას შემდეგ, რაც იგი ოჯახის წევრებთან აღწერდა კორონავირუსით დაავადებულთა იმ ტანჯვისა და გარდაცვალებების შესახებ, რომელთა მკურნალობასაც თავად ახორციელებდა. „ექიმი ლორნა ბრინი თვითდაზიანებით მიყენებული ჭრილობების შედეგად კვირას, ვირჯინიაში, შარლოტსვილის საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადეს ადგილობრივ პოლიციაში. ექიმი ლორნა ბრინი მანჰეტენზე მდებარე NewYork-Presbyterian Allen-ის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების დირექტორი იყო. გარდაცვალებისას კი ოჯახში, ვირჯინიაში იმყოფებოდა. ბრინის მამის განცხადებით, გარდაცვლილზე მძიმე გავლენა იქონია კორონავირუსთან ბრძოლის „ეპიცენტრში“ ყოფნამ და მუშაობამ. მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში გარდაცვლილი ექიმი ნაკლებად კონტაქტური იყო და ყველას მიმართ დისტანცირებას იჩენდა. „იგი ცდილობდა საკუთარი საქმის გაკეთებას და სწორედ ამის გამო დაიღუპა“, - განაცხადა ბრინის მამამ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: A senior NYC doctor died by suicide after weeks of working on the coronavirus front lines, where her patients suffered heavily (28.04.2020),#coronavirus #suicide #USA #doctor #headline
For Health
Tbilisi · 3 weeks ago
ექიმები ხშირად ხდებიან პაციენტების მხრიდან აგრესიის მსხვერპლი
ანალიტიკურმა კომპანიამ და სოციალურმა ქსელმა „ექიმი სამსახურში“ ონლაინ-გამოკითხვის საფუძველზე დაადგინეს, რომ: პაციენტების არაადეკვატურ ქცევას აწყდება ექიმების 63%, უხეშობას - კიდევ 32%. ბევრი ექიმის აზრით, თუ არაადეკვატური ქცევა შედარებით იშვიათობაა, პაციენტების „უხეშობა“ ნორმად იქცა. პაციენტების მხრიდან უხეშობასა და არაადეკვატურ ქცევას არასოდეს წასწყდომია გამოკითხულ ექიმთა მხოლოდ 3%. სტატისტიკაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია ექიმის სქესს, ასაკს, სამუშაო ადგილსა და სპეციალობას. ფსიქოლოგების თქმით, ექიმებს, რომლებსაც არ აღუნიშნავთ პაციენტების მხრიდან აგრესიის გამოვლენა განსაკუთრებული თვისებები გააჩნიათ. გამოკითხული ექიმებიდან ბევრმა აღნიშნა, რომ აგრესიის შემთხვევები პაციენტების მხრიდან მნიშვნელოვნად გახშირდა უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში. ამასთან, აგრესიულად იქცევიან არა მარტო პაციენტები, არამედ მათი ნათესავები და თანხმლები პირები#news #health #forhealth #doctor #healthylife #healthcare #behealthyTbilisi
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ნიუ იორკელი ექიმის 1 დღე ემერჯენსში – „ხველის კაკაფონიაა, დამცავს იკეთებ“
კრეგ სპენსერი, ნიუ იორკის პრესბიტერიანის/კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი მედიცინის გლობალური ჯანდაცვის დირექტორია. 24 მარტს ტვიტერზე დატვიტა, თუ რა შრომის გაწევა უწევთ ყოველდღიურად ნიუ იორკში მომუშავე ექიმებს. ერთ დღეში ექიმის ტვიტს 65 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. მოგვიანებით ექიმის წერილი გამოქვეყნდა “ვოშინგტონ პოსტზე” და სიენენზე. „იღვიძებ 6:30-ზე. პრიორიტეტულია დიდი ჩაიდნით ყავის გაკეთება მთელი დღე რომ გეყოს, რადგან კაფე საავადმყოფოს გვერდით დაკეტილია. სტარბაქსიც დაკეტილია. ყველაფერი დაკეტილია. ფეხით მიდიხარ, გზად კი კვირა დღე გგონია. გარეთ არავინაა. შესაძლოა გამყინავი წვიმის ბრალია. ან ძალიან ადრეა. რაც უნდა იყოს, კარგია ასე რომაა. მიხვედი დილის 8 საათის ცვლაში: შემაცბუნებელია ადრიანი დილის ქუჩის სიმშვიდე რამდენად უეცრად შეიცვალა. ემერჯენსის განყოფილების განათება თვალების დამცავებზე ირეკლება. ხველის კაკაფონია ისმის. შენ ჩერდები. ნიღაბს და დამცავს იკეთებ. შედიხარ. წინა ჯგუფისგან ცვლას გადაიბარებ, თუმცა თითქმის ყველა პაციენტი ერთი და იმავე მდგომარეობაშია, ახალგაზრდაც და მოხუციც: ხველა, სუნთქვის გაძნელება, ცხელება. პერსონალი ერთ პაციენტზე განსაკუთრებით ღელავს. ძალიან უჭრის სუნთქვა, ჟანგბადის მაქსიმალურ მოცულობას ვაძლევთ, თუმცა მისი სუნთქვა მაინც აჩქარებულია. სასწრაფოდ ამოწმებ პაციენტს. ცხადია ეს რაცაა და რაც უნდა გაკეთდეს. პაციენტთან და მის ოჯახთან ტელეფონით ხანგრძლივი და გულწრფელი განხილვა გაქვს. ჯობია ახლავე მართვით სუნთქვაზე, სანამ სიტუაცია ბევრად უარესი გახდება. ემზადები ამისთვის და ამ დროს გატყობინებენ, რომ ძალიან ცუდად მყოფი პაციენტი შემოჰყავთ. იქით მირბიხარ. ეს პაციენტიც ძალიან მძიმედაა, ღებინებით. მასაც დაუყოვნებლივ სჭირდება მართვითი სუნთქვის აპარატი. გადაგყავს ეს პაციენტები. ორი პაციენტი, გვერდიგვერდ ოთახში, ორივეს სასუნთქი მილი უკეთდება. ჯერ დილის 10 საათიც არაა. 12-საათიანი ცვლის განმავლობაში, თითქმის ყოველ საათში იღებ შეტყობინებას: მდგომარეობა: ძალიან მძიმე პაციენტი, სუნთქვის უკმარისობა, ცხელება. ჟანგბადი 88 პროცენტზე. მდგომარეობა: სისხლის დაბალი წნევა, სუნთქვის გაძნელება, დაბალი ჟანგბადის შემცველობა. მდგომარეობა: დაბალი ჟანგბადის შემცველობა, ვერ სუნთქავს, ცხელება. მთელი დღე… შუადღისას აცნობიერებ, რომ წყალი საერთოდ არ დაგილევია. ნიღბის მოხსნის გეშინია. ეს ერთადერთია, რაც გიცავს. ცოტას კიდევ გაძლებ – ებოლას დროს დასავლეთ აფრიკაში, საათობით იყავი ცხელ აღჭურვილობაში წყლის გარეშე. კიდევ ერთი პაციენტი… გვიანი შუადღისას საჭმელი უნდა ჭამო. ქუჩის გადაღმა რესტორანი დაკეტილია. ჰო, ყველაფერი დაკეტილია. საბედნიეროდ საავადმყოფოს სასადილო ღიაა. რაღაცას იღებ, ხელს იბან (ორჯერ), ფრთხილად იხსნი ნიღაბს და შეძლებისდაგვარად სწრაფად ჭამ. ისევ ბრუნდები. იკეთებ ნიღაბს. შედიხარ. თითქმის ყველა, ვინც დღეს შემოიყვანეს ერთნაირ მდგომარეობაშია. ყველას ინფიცირებულად ვთვლით. გვაცვია ხალათები, სათვალეები და ნიღბები ყველა შემთხვევაში. მთელი დღე. ეს ერთადერთი საშუალებაა თავის დასაცავად. სად წავიდა ყველა გულის შეტევა და ბრმა ნაწლავის შემთხვევები? ყველა COVID-19-ია. როდესაც შენი ცვლა სრულდება, შემდეგ ჯგუფს აბარებ. ყველა COVID-19-ია. ბოლო კვირის მანძილზე ყველამ ვისწავლეთ ნიშნები – დაბალი ჟანგბადის შემცველობა, უჩვეულოდ დაბალი ლიმფოციტები, მომატებული ცილის ფრაგმენტები. ინფორმაციას ცვლი ქალაქის ექიმ მეგობრებთან, რომელთაც არ აქვთ პირადი დამცავი აღჭურვილობა. საავადმყოფოებს სუნთქვის აპარატები არ ყოფნით. სანამ გახვალ, ყველაფერს წმენდ. შენს ტელეფონს, შენს ბეიჯს, შენს საფულეს, შენს ყავის ჭიქას. ყველაფერს. ყველაფერს ქლორში ახრჩობ. ყველაფერს ცელოფანში კრავ. არანაირი რისკი არ უნდა გაწიო. თუმცა, მაინც არ ხარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გაწმინდე. კიდევ ერთხელ წმენდ. ზედმეტი სიფრთხილე აქ არ არსებობს. გამოდიხარ და იხსნი ნიღაბს. თავი შიშველი და დაუცველი გგონია. ჯერ ისევ წვიმს, მაგრამ სახლში ფეხით უნდა მიხვიდე. ასე მეტროსა და ავტობუსზე უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თავს, თან ცოტა განიტვირთები. ქუჩები ცარიელია. შიგნით რაც ხდება იმისგან სრულად განსხვავებულია. იქნებ ხალხმა არც იცის? სახლში მიხვედი. დერეფანში იხდი (არა უშავს, მეზობლებმა იციან, რასაც აკეთებ). ყველაფერს ცელოფანში ათავსებ. მეუღლე ცდილობს, ბავშვი დაიკავოს, მას დღეებია, არ უნახიხარ და ძალიან რთულია. შხაპისკენ მირბიხარ. ყველაფერი უნდა ჩამოიბანო. ასე ბედნიერი არასოდეს ყოფილხარ. საავადმყოფოები ზღვარს უახლოვდებიან. სასუნთქი აპარატები გვითავდება. სასწრაფო დახმარების მანქანები არ ჩერდება. ყველა, ვინც დღეს ვნახეთ ერთი კვირის წინ ან უფრო დაინფიცირდა. რიცხვები უდავოდ ძალიან გაიზრდება ერთ ღამეში, როგორც ხდებოდა ბოლო რამდენიმე დღეა. უფრო მეტი მოვა ემერჯენსიში. მეტი შეტყობინება იქნება მათ მდგომარეობაზე. კიდევ უფრო მეტს დასჭირდება სუნთქვის აპარატი. ძალიან დავაგვიანეთ ვირუსის შეჩერება. წერტილი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი გავრცელების შენელება. ვირუსი ვერ მისწვდება იმ ადამიანებს, ვისაც არ შეხვდება. დარჩით სახლში. სოციალური დისტანცირება ერთადერთია, რასაც ჩვენი გადარჩენა შეუძლია. ჩემთვის სულ ერთია რამხელა ეკონომიკური გავლენა ექნება ამას, რადგან ამდენი სიცოცხლის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება გაიგოთ ადამიანების ნათქვამი, რომ ეს რეალობა არაა. რეალობაა. შეიძლება გაიგოთ ადამიანების ნათქვამი, რომ ეს არც ისე ცუდია. ცუდია. შენი წილი შეასრულე. დარჩი სახლში. იყავი უსაფრთხოდ. და ყოველ დღე, მე ვიმუშავებ შენთვის”.#covid19 #usa #doctor #stopcovidd
Kato Malania
Tbilisi · 2 months ago
ყველაზე ლამაზი დაავადება
ჰეტეროქრომია (Heteroghromia) თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა უბნების არაერთგვაროვანი შეფერილობაა. მას მელანინის სიჭარბით ან ნაკლებობით ხსნიან. არსებობს სამი სახის ჰეტეროქრომია: 1.მთლიანი ჰეტეროქრომია - ორივე თვალს სხვადასხვა ფერი აქვს, მაგალითად, ერთი თაფლისფერი და მეორე ცისფერი. 2.ნაწილობრივი ჰეტეროქრომია - ერთ თვალში ორი ან მეტი ფერი შეინიშნება. 3.ცენტრალური ჰეტეროქრომია - გუგის გარშემო თვალი თალისფერია და კიდეებისკენ კი სხვა ფერი აქვს.#facts #medicine #disease #interesting #interestingfact #eyes #beautiful #beauty #doctor #difference #colors #colourful #girl #health #photo Tbilisi
Kato Malania
Tbilisi · 2 months ago
Mcdreamy and Mcsteamy
მე პირადად მეხუთედ ჩავუჯექი ამ სერიალს, თქვენ არ გიყვართ?🙋🏻‍♀️💉💙 თუ ჯერ ნანახი არ გაქვთ, ჯიდიესზე გადის და ჩაუჯექით⚡️⚡️⚡️#abc #series #tvseries #greysanatomy #surgery #surgeons #mcdreamy #mcsteamy #doctor #doctors #ჩაუჯექი #love #relationships #tips #advice #art Tbilisi
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
დაინფიცირებული ექიმები
იტალიაში 4000-ზე მეტ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა #stopcovid19 #covid19 #coronavirus #italy #doctor
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ჩინელი ექიმები - ერთ დაინფიცირებულს ხუთ დღე-ღამეში საშუალოდ ორი-სამი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია
ჩინელი მედიკოსების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსით დაინფიცირებულ ერთ პაციენტს, საშუალოდ, შეუძლია ხუთი დღე-ღამის განმავლობაში ორი-სამი ადამიანი დააინფიციროს. მათივე ცნობით, ერთი თვის განმავლობაში, ერთი პაციენტის მიერ დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობამ, შესაძლოა, შეადგინოს 400-ზე მეტი ადამიანი. ჩინელი მედიკოსები აღნიშნავენ, მოვლენათა მსგავსი განვითარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ინფექციის გამავრცელებლი სიფრთხილეს არ იცავს. #china #doctor #coronavirus #covid19 #stopcovid19
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის მედპერსონალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის მედპერსონალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა მარეხი ბექაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულები დაბალი მედპერსონლის თანამშრომლები არიან და ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი. "გუშინ მოვიდა ორ თანამშრომელზე კორონავირუსზე დადებითი პასუხი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი. მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები და სანამ არ განისაზღვრა ტემპერატურა ყველა მედპერსონალთან, მანამდე კლინიკაში მიღება შეწყდა",- აღნიშნა მარეხი ბექაიამ. როგორც მან განაცხადა, ინფიცირებული მედპერსონალის ყველა კონტაქტი, მათ შორის პაციენტები, იდენტიფიცირებულია და ისინი კარანტინში იმყოფებიან. ცნობისთვის, კორნავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანს აქვთ დადასტურებული.#covid19 #stopcovid19 #coronavirus #doctor #quarantine #isolation
Goga Abuladze
Tbilisi · 7 months ago
A #DOCTOR from Georgia Vazha Gaprindashvili, was detained and then sentenced to pretrial custody in Tskhinvali region near the occupation line. #რუსეთიოკუპანტია #russiaisoccupant #news #politics Tskhinvali
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
პაატა იმნაძე მედპერსონალის ინფიცირებაზე - კიდევ მოხდება, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევები, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც დაფიქსირდა. მისივე თქმით, მედპერსონალი ინფიცირების რისკის ქვეშაა და ასეთი შემთხვევები კიდევ მოსალოდნელია. „რაც შეეხება მედპერსონალის დაინფიცირებას, ჩვენ ვიცით სამწუხარო რეალობა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, და ეს გასაგებიც არის, მედპერსონალი არის პირველი რისკის ქვეშ, ამიტომ ჩვენთანაც მედპერსონალის დაავადების შემთხვევები გვაქვს. მათ შორის არის, როგორც დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ასევე არის ექიმიც, საშუალო მედპერსონალი, ექთანიც. ეს კიდევ მოხდება, რადგან ყოველთვის ძალიან ძნელია ხოლმე ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვა, როდესაც მითუმეტეს გადაღლილია თანამშრომელი მუშაობით და ოდნავი დარღვევაც კი პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენაბაში შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია“ , – განაცხადა პაატა იმნაძემ.#georgia #stopcovid19 #covid19 #coronavirus #pandemy #doctor