ხელისუფლებას მაინც მოუწევს მიიღოს მკაცრი ზომები საგანგებო მდგომარეობის დროს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140063 ხელისუფლებას მაინც მოუწევს მიიღოს მკაცრი ზომები საგანგებო მდგომარეობის დროს, სჯობს ადრე, ვიდრე გვიან! - წერს სოციალურ ქსელში, მართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია. დამოუკიდებელი დეპუტატი მოუწოდებს მოსახლეობას, დარჩნენ სახლში გაუფრთხილდნენ თავს და სხვებს. “მჯერა ამ განსაცდელს გავივლით, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გზა იყოს ნაკლებ მტკივნეული და ნაკლებად ზიანის მომტანი სიფრთხილე გვმართებს და წესების დაცვა. სამწუხაროდ, მაინც ვხედავთ რეკომენდაციების დაუცველობის მაგალითებს, რაც ზრდის საფრთხეს საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. ამიტომ, როგორი დისკომფორტის მომტანიც არ უნდა იყოს მოუწევს ხელისუფლებას მიიღოს უფრო მკაცრი ზომები ამ საგანგებო მდგომარეობის დროს და აკრძალოს კონკრეტული გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ გამოსვლა. დღეს ეს რეკომენდაციაა, მაგრამ უნდა იყოს პირდაპირი აკრძალვა და არა რჩევა, რადგან ასეთ დროს მეტი კონტროლის საჭიროებაც ჩდება და საფრთხეც მინიმალიზდება. როგორც ვთქვი, მაინც მოუწევთ ამის გაკეთება და სჯობს ადრე, ვიდრე გვიან! სჯობს ახლავე, ვიდრე შიდა გავრცელება მეტ მასშტაბს მიიღებს. ჩვენთან ხომ დასაწყისი ფაზაა და უკვე გვაქვს სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელთაც დააგვიანეს ამ ზომების მიღება. ამიტომაც ვფიქრობ, ეს აუცილებელია ჩვენივე მოსახლეობის დასაცავად , ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. დარჩით სახლში და გაუფრთხილდით საკუთარ თავს და სხვებსაც!”-წერს ეკა ბესელია.
0