ცხოვრება

0
ერთმა ადამინმა დაინახა ცეცხლში ჩავარდნილი მომაკვდავი გველი და გადაწყვიტა მისი გადარჩენა, მაგრამ როდესაც მან ამოიყვანა ცეცხლიდან გველი, გველმა მას უკბინა. ტკივილის გამო მამაკაცმა გაუშვა ხელი გველს და ქვეწარმავალი ისევ ჩავარდა ცეცხლში. მამაკაცმა ისევ სცადა გველის დახმარება და გველმა ხელმეორედ უკბინა. მეორე მამაკაცმა, რომელიც თვალყურს ადევნებდა ამ პროცესს ჰკითხა მას: “მაპატიეთ, მაგრამ თქვენ საკმაოდ ჯიუტი ხართ. ნუთუ ვერ ხვდებით, ყოველ ჯერზე, როდესაც ეს გველი ამოგყავთ ცეცხლიდან, ის თქვენ გკბენთ?!” მამაკაცმა უპასუხა: “გველის ბუნება იმაშია, რომ უკბინოს, მაგრამ მისი ბუნება ვერ შეცვლის ჩემსას.” ლითონის ღეროს მეშვეობით მან ამოიყვანა გველი ცეცხლიდან და გადაარჩინა. ნუ შეცვლი შენ ბუნებას თუ შენ ვინმე გაყენებს ტკივილს. არ დაკარგო შენი არსი. უბრალოდ მიიღე სიფრთხილის ზომები. ზოგი ბედნიერებისაკენ ისწრაფვიან, ზოგნი კი ქმნიან მას. უფრო მეტი იდარდე შენ სინდისზე - სინდისი არის ის რაც ხარ შენ, ხოლო რეპუტაცუა ის რასაც ფიქრობენ სხვები შენზე.
#ჯანსაღიცხოვრება
#მეცნიერება
#ხელოვნება
0