თეა წულუკიანი - ციხის მაღაზიებში საკმარისზე მეტი პროდუქტი არსებობს

0
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პატიმრებს საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების მიწოდების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვთ, ვინაიდან ციხის მაღაზიებში საკმარისზე მეტი პროდუქტი არსებობს. წულუკიანის განცხადებით, პატიმრების კვებაზე მომუშავე კომპანია 24-საათაინ რეჟიმში გამართულად და მომდომებით მუშაობს. მისივე თქმით, არსებობს მედიკემენტების საკმარისზე მეტი მარაგი 15-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში. , , მადლობა გაგებისთვის პატიმრებს, მათ ოჯახებს. მინდა ყველას სჯეროდეს, რომ მთავრობა აგრძელებს პატიმრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლე კიდევ უფრო მაღალი ხარისხით მუშაობას, ვიდრე ეს იყო 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
#თეაწულუკიანი
#ციხე
#მედიკამენტი
#პროდუქტი
#tbilisidaily
0