მთავრობა ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140064 “საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე”-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილი იმ კითხვებს გამოეხმაურა, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გალისთვის გადაცემულ დახმარებასთან დაკავშირებით და ასევე მოწოდებებს ხელისუფლების მიმართ აფხაზეთში მოქმედებების შესახებ. მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასაკვირია, რადგან სწორედ ისინი მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ნაბიჯები ყოველგვარი პიარის გარეშე გადადგმულიყო. "საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არაერთი აქტივობა განხორციელდა განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით. ერთის თქმა შემიძლია: თუნდაც მხოლოდ გუშინ განხორციელებულ აქტივობებში, რომელიმე ფონდის თუ პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კონტრიბუცია არ ყოფილა არც ერთადერთი და მითუფრო არც პირველი, როგორც ცხადდებოდა. მთელი ამ დღეების და კვირების განმავლობაში, ხელისუფლება და ასევე სხვადასხვა კერძო პირი თუ ორგანიზაცია, თავისი კეთილი ნებით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში და ყველას მადლობა, რა თქმა უნდა. მე პროცესის დეტალებზე კვლავ ვერ ვსაუბრობ, სწორედ ამ პროცესის სენსიტიურობიდან გამომდინარე და იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომელთაც ძალიან სჭირდებათ დახმარება გუშინწინაც, გუშინაც, დღესაც და ხვალაც. მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ახლა პრიორიტეტი, ყველაზე მთავარი და ყველაზე მაღალი! მე მესმის, რომ შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს თუ ორგანიზაციას ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგი და ინფორმაციის გასაჯაროვება ამას უკავშირდბოდეს, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ კონკრეტულად ამ პოლიტიკური ძალისაგან ალბათ ცოტა გასაკვირია იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, იგივე ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულიყო "ყველანაირი ხმაურისა და პიარის გარეშე", რასაც, გარწმუნებთ, ისედაც ვდგამდით და ახლაც ვდგამთ, სწორედ ამ ხმაურის გარეშე, რომ პროცესი არ დაზიანდეს! ამიტომ ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებით, ამხელა გამოწვევასთან ბრძოლაში, ეს სენსიტიური გარემო უმჯობესია ყველამ გაითვალისწინოს"-აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
0