ვერ ხვდებით, ხომ განსხვავებას რაზეა საუბარი ზოგადად... ჩვენი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140066 თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, პირველი მავნებლობა ისაა, რომ ზუგდიდში, სააკაშვილის ინიციატივით გამართულ , , გაუგებარ ღონისძიებაზე" მოქალაქეების საფრთხის ქვეშ დადგნენ. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. „მეორე მავნებლობა არის ის, როცა ამას ადარებენ იმ კონკრეტულ ქმედებებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არის ის, რომ ამ ფორმსაჟორულ მდგომარეობაში დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. ამის შედარება ჩვენ მიერ გამართულ ღონისძიებასთან არაა სწორი. იქ შეკრებილი ადამიანი, ვისზეც თქვენ საუბრობთ, ყველა არის გადამზადებული წითელი ჯვრის მიერ. ყველა არის აღჭურვილი შესაბამისი საშუალებებით და იცავენ უსაფრთხოების წესებს. პირველ რიგში, თავი რომ არ დაიზიანონ და არ დააზიანონ ის ადამიანები, რომელთანაც ურთიერთობენ. ჩვენ ყოველდღიურად 20-25 ადამიანი ვიკრიბებით უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე და უნდა დავჯარიმდეთ? ვერ ხვდებით განსხვავებას ზოგადად?! ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი საზოგადოების, მოსახლეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ის, რაც ვნახეთ მგონი კითხვის ნიშნები არ არსებობს, კითხვის ნიშნები აქვს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" და ისინი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0