კორონას ტესტი,რომელის ჩატარება შეიძლება სახლში და ღირს 1 დოლარი რას ამბობენ ამაზე მეცნიერები?
284 Views
Gode Marr
Tbilisi · 6 months ago

მეცნიერებმა დაიწყეს კორონავირუსის დიაგნოსტიკური ტესტების გამოცდა, რომლის ჩატარებაც სახლში იქნება შესაძლებელი და მისი ფასი ერთი დოლარი იქნება. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტესტის ნიმუშები სენეგალმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივად შეიმუშავა და თუ ისინი მარეგულირებლის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მათი გავრცელება აფრიკაში ივნისიდან დაიწყება.

„როცა ვირუსის გავრცელება დაიწყო, თავიდანვე ვიცოდით, რომ აფრიკა არაპროპორციულად დაზარალდებოდა. ამ ტიპის ტესტებით, ადამიანები სწრაფად შეძლებენ ვირუსის აღმოჩენას კონტინენტზე, რათა მისი შემდგომი გავრცელება არ მოხდეს“,- აღნიშნავს „მოლოჯიკის“ სამედიცინო დირექტორი ჯო ფიტჩეტი.

რამდენიმე დღის წინ, ტესტირების აუცილებლობაზე ისაუბრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც. ტედროს გაბრეიესუსის თქმით, პანდემიის შესაჩერებლად საჭიროა მეტი და მეტი ტესტის გაკეთება.

#politics #news #opinion #events #coronavirus
Gode Marr
Tbilisi · 6 months ago
100
Write a comment