მსოფლიოს უდიდესი ჭაობი იწვის - ხანძარი ბრაზილიაში

0
პანტანალი მსოფლიოში უდიდეს ტროპიკულ ჭარბტენიან ტერიტორიებს მოიცავს. მისი ფართობი მერყეობს 140 000 კმ²-სა და 195 000 კმ²-ს შორის. აქ არსებობს ცვალებადი სუბ-რეგიონული ეკოსისტემა, თითოეული დამახასიათებელია თავის ჰიდროლოგიური, გეოლოგიური თუ ეკოლოგიური თავისებურებანი. დღეს კი ეს უდიდესი დაჭაობებული ტერიტორია იწვის. ჭაობი აალებულია, თუმცა ცეცხლი ზოგჯერ უხილავია და პროცესი მიწის სიღრმეში მიმდინარეობს. ექსპერტთა თქმით, კატასტროფა მშრალმა სეზონმა და გვალვამ გამოიწვია - ვკითხულობთ "მთავარი არხის" საინფორმაციო გვერდზე. მეხანძრეები აალებას ქვეყნის უდიდეს ტერიტორიაზე ემბრძვიან - ამაზონის ტროპიკული ტყიდან დაწყებული სერადუს სავანამდე, თუმცა ცეცხლის კერები ნელ-ნელა სულ უფრო იზრდება. ერთადერთი გზა, რითაც ისინი ხანძრის ჩაქრობას შეძლებენ, თხრილების გაკეთებაა. სწორედ ამის დახმარებით ჩაქრება მიწის სიღრმეში გამძვინვარებული ყოველი ახალი კერა. თუმცაღა, მიგნების პრაქტიკაში განხორციელება საკმაოდ რთულია, რადგან, როგორც მეხანძრეები ამბობენ, ცეცხლი, ხშირ შემთხვევაში, ნიადაგში 20-კილომეტრიან სიღრმეს აღწევს.  უკვე 15 წელია, ბრაზილია ზაფხულის სეზონზე ნიადაგში გაჩენილ ხანძარს ებრძვის. ეს კი, ექსპერტთა თქმით, მნიშნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას და საფრთხეს უქმნის ბრაზილიისათვის დამახასიათებელ უნიკალურ ცხოველებს - ტაპირებს, პუმას, წყლის გოჭებსა და იაგუარს.
#პანტანალი
#ბრაზილია
#ხანძარი
#გადარჩენაფლორადაფაუნას
#ახალიამბები
______________________________________________ სტატიას კითხულობთ მედიაპლათფორმა Feedc-ზე. გამოიწერეთ გვერდი (@jgalani) და თვალი ადევნეთ სიახლეებს. აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან: ______________________________________________
0