ღრმად გვწამს, რომ მოქალაქეები რეკომენდაციებს მკაცრად დაიცავენ

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140072 იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანი თქმით, ღრმად სწამს, რომ მოქალაქეები რეკომენდაციებს დაიცავენ და საყოველთაო კარანტინის გამოცხადება საჭირო არ იქნება. როგორც წულუკიანი ამბობს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაზე დღემდე მსჯელობა არ ყოფილა. "საყოველთაო კარანტინი უნდა გამოცხადდეს თუ არა, არის ეს დრო ახლოს თუ შორს ამაზე არავითარი მსჯელობა უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში დღემდე არ შემდგარა, რადგანაც ჩვენ გვაქვს იმის ღრმა რწმენა, რომ თითოეული რეკომენდაცია, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებისთვის ვრცელდება, ამ რეკომენდაციებს თითოეული ჩვენგანი მკაცრად დავიცავთ და ამ ზომის გამოცხადება არ იქნება საჭირო. ყოველშემთხვევაში დღემდე არ ყოფილა მსჯელობა, რომ ამის საჭიროება არსებობს", - განაცხადა წულუკიანმა.
0