Აზერბაიჯანი დაჭრილების და დაშავებულების შესახებ იუწყება

Tbilisi Daily

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალები დილიდან გორანბოის, ტარტარისა და აღდამის რაიონების სოფლებს ბომბავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იბომბება ბარდისა და აღჯაბადის რაიონებიც. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, არიან დაჭრილები და დაშავებულები. „აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ ზომებს ღებულობს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.