მიხეილ სააკაშვილი მზადაა მის მიერვე მოძიებული რესურსებითა და მთავრობასთან თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანოს.
, , ჩემი შეთავაზება არის ასეთი - მე მაქვს საკმარისი კავშირები და ორგანიზაციული რესურსები იმისათვის, რომ დავაორგანიზოთ ამ ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, კარანტინში, დაცულად, მაგრამ რაც მთავარია საკუთარ სამშობლოში.”
სააკაშვილი მიმართავს მთავრობას და მოუწოდებს, დაუკავშირდეს მის ბიბლიოთეკას. აღნიშნავს, რომ აქვს კონკრეტული გეგმა, მათ შორის მოძიებულია ფინანსური რესურსიც, რათა მასობრივად მოხდეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოყვანა. ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, შემდგომ ამისა, ემიგრანტები არა სახლებში, არამედ სავალდებულო კარანტინში უნდა განათავსონ.
#სააკაშვილი
#მთავრობა
#ინიციატივა
#კარანტინი
#tbilisidaily