"არაფერი, რაზეც ვიცინით, არ არის ნამდვილი" - ნათია ფანჯიკიძე

0
ბლოგერის და ფსიქოლოგის, ნათია ფანჯიკიძის ძალიან საინტერესო ფეისბუქ პოსტი, რომელიც სიცილის თეორიის უკეთ გარკვევაში გვეხმარება. ჩამოვედი რაჭიდან (ჩამოვეთრიე, გინდაც), გადავხედე ამბებს და გლოვა, გლოვა... საშინელებათა ფილმების სიუჟეტები ჩვენს ირგვლივ. როგორ გინდა იხუმრო, გაიცინო, გააცინო, რომ არა სიცილის, უფრო სწორად, იუმორის ერთი საიდუმლო, - არაფერი, რაზეც ვიცინით, არ არის ნამდვილი, არც ანეკდოტების პერსონაჟები, არც სხეულებრივი მანჭვა და მითუმეტეს კიბეზე დაგორება, ან ბანანის ქერქზე ვინმეს ასრიალება, არაფერი არასდროს, სინამდვილეში სასაცილო არაა. ესაა არარსებულის პარადოქსი, გამოგონილის მნიშვნელოვნება. განსხვავებით სხვა გრძნობებისგან, - ტკივილი, შიში, ტანჯვა.... რასაც ნამდვილი მოვლენები იწვევს, შინაარსობრივად იუმორი, ყველა თავისი ფორმით და სცენარით, გარდა სიხარულის მომენტში სიამოვნების სიცილით გამოხატვისა, ყოველთვის შეთხზულია ჩვენი წარმოსახვის მიერ. იუმორი გონების თამაშია, ინსტრუმენტი სტრესის გადასაძლევად. მხოლოდ ამიტომ არ უნდა ვგრძნობდეთ თავს დამნაშავედ, როცა ვიცინით, ნებისმიერი გასაჭირის და მძიმე გრძნობების მიუხედავად ვპოულობთ ძალას და ვუცინით ცხოვრებას.
#გააჟღერე
Feedc
#ახალიამბები
0