-შენს სიახლოვეს ხშირად წითლდება.
-როცა გვერდზე ჩაუვლი, ხმამაღლა იწყებს ლაპარაკს და სიცილს.
-ხშირად გიყურებს, მაგრამ როდესაც შენ შეხედავ მხედველობით კონტაკტს გაურბის.
-გამუდმებით ცდილობს, რომ შენს სიახლოვეს იყოს.
-ეცდება, რომ გაეჭვიანოს და სხვა ბიჭებსაც გამოესაუბრება ხოლმე.
-გამოხატავს ინტერესს იმის მიმართ რაც შენ მოგწონს. უსმენს იმ სიმღერებს, უყურებს იმ ფილმებს, კითხულობს იმ წიგნებს რომელიც შენ მოგწონს.
-საუბრის წამომწყები ძირითად შემთხვევაში ისაა ან ერიდება და მხოლოდ შენს მერე საუბრობს.
-როდესაც შენთანაა ტელეფონს ან ძალიან ხშირად ან საერთოდ არ იყენებს. თუ იყენებს, ესე იგი ნერვიულობს ან წასვლა უნდა. თუ არ იყენებს, დაინტერესებულია იმით რასაც უყვები.
-გამონახავს გზას, რომ მხარზე მაინც შეგეხოს.
-ხანდახან ძალიან ცივი იქნება, ხანდახან თბილი. (მთავარია, სულ ცივი არ იყოს.)
-თუ გაიგნორებს ან არ მოსწონხარ, ან შენგან ყურადღება უნდა.
-შენი მეგობრების უკეთ გაცნობის სურვილი აქვს.
-მისი ხმა შენთან საუბრისას უფრო რბილდება და უფრო ხმადაბალია.
-სოციალურ ქსელებში დაგამატებს, თუ არ მოერიდა. (სჯობს შენც დაამატო თორემ ამოგშლის და იფიქრებს, რომ მისით არ ხარ დაინტერესებული)
-მიმებს გიგზავნის.
-თითოეული სიტყვა ახსოვს რაც კი მისთვის ოდესმე გითქვამს, და თუ დააპირებ მისთვის "ეს მე არ მითქვამს"_ს თქმას, სჯობს ეს არ გააკეთო. თავისი სიმართლის დასაცავად, ყველა საუბარს და მიმოწერას გაგახსენებს რაც კი ოდესმე გქონიათ. შემდეგ კი მართალი აღმოჩნდება.
-სამომავლო გეგმებზე ბევრ შეკითხვას დაგისვამს. შემდეგ კი, თვითონაც მოგიყვება რა აქვს დაგეგმილი.
-სხვა ბიჭებით არ დაინტერესდება.
-ეცდება პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროს.
-თუ ვინმე შენს სახელს დაიძახებს, ისე რეაგირებს თითქოს პირადად მიმართეს.
-შენ ხუმრობებზე იცინის. სასაცილო რომც არ იყოს, მაინც.
-სხვა გოგოებზე აზრს გეკითხება.
-საიდუმლოებს განდობს.
-რჩევას გთხოვს.
-შენი დანახვისას სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად წარბებს სწევს.
-მის მეგობრებთან შენზე საუბრობს.