მაიკ პომპეო: რუსეთი ხმელთაშუაზღვისპირეთში ქაოსსა და კონფლიქტებს თესავს

Tbilisi Daily

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთი ხმელთაშუაზღვისპირეთში ქაოსსა და კონფლიქტებს თესავს. „რუსეთი განაგრძობს ხმელთაშუაზღვისპირეთის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას და საამისოდ სხვადასხვა მეთოდს იყენებს, მათ შორის დეზინფორმაციასა და რეგიონის ქვეყნების ეროვნული სუვერენიტეტის შელახვას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მაიკ პომპეოს თქმით, აშშ პროდუქტიულად მუშაობს რეგიონალურ პარტნიორებთან და მხარს უჭერს გაეროს ლიბიაში პოლიტიკური პროცესების დარეგულირების კუთხით. „ლავროვი ამბობს, რომ აშშ „თამაშებს თამაშობს“ ხმელთაშუაზღვისპირეთში, თუმცა რეალურად, აშშ პროდუქტიულად მუშაობს რეგიონალურ პარტნიორებთან და მხარს უჭერს გაეროს ლიბიაში პოლიტიკური პროცესების დარეგულირების კუთხით. რუსეთი ძირს უთხრის ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებს, მხარს უჭერს სირიის სასტიკ დიქტატორს და მარიონეტების მეშვეობით ლიბიაში კონფლიქტს ამწვავებს. ვინ თამაშობს თამაშებს?“ - განაცხადა მაიკ პომპეომ.