http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140078
ე.წ. ცხელების კლინიკები საქართველოს ყველა რეგიონში იმუშავებს-აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ავრცელებს. მისი თქმით, დღეისათვის ცხელების კლინიკები უკვე გახსნილია კახეთში. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს ერთ-ერთ საკითხად სწორედ "ცხელების ცენტრების" გახსნა განიხილებოდა.
"დღეისათვის მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში კლინიკების მობილიზაცია ცხელების კლინიკებში და ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება გამოყოფილი“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, „ცხელების ცენტრების“ ჩამონათვალი უახლოეს მომავალში ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდსა და COVID-19 - ის საინფორმაციო გვერდზე გამოქვეყნდება.