თამარის ხიდი

0
ე.წ. თამარის ანუ თაღოვანი ხიდების მშენებლობა ჩვენ რომაელებისგან რომ გვისწავლია ამას მტკვარზე პომპეუსის ხიდი გვამცნობს. თუმცა განვითარება და მასშტაბები ჩვენ უკეთ გამოგვსვლია და ყველა ხეობაში გვაქვს მსგავსი ტიპის ხიდები. განსაკუთრებით კი აჭარაში. კინტრიშზე 4 თაღოვანი ხიდია, აქედან ორი არის მე-12 საუკუნის ხოლო ორი გასული საუკინის დასაწყისში აშენებული. დიახ გასული საუკინის დასაწყისამდე ხდებოდა მსგავსი ტიპის ხიდების მშენებლობა და მისი მაგალითი ქობულეთში გვაქვს. ფოტოზე გამოსახული ხიდები კინტრიშის ხეობაში სოფელ ხუცუბანსა და სოფელ ქობულეთში გვხვდება. 1915 წელს არის მიახლოებით სოფ. ხუცუბნის ხიდი აშენებული და მასზე ვარსკვლავია ქიმზე ამოტვიფრული. ხოლო მეორე 1921-22 წლებში. ორივე ხიდი საუკუნისაა და ისინი ისტორიას ეკუთვნის. სოფელი ქობულეთის ხიდი კი მოქმედია და დღემდე სოფლის ორი მხარის დამაკავშირებელია
#გააჟღერე
Feedc
#ქობულეთი
#აჭარა
#ხიდი
#ისტორია
#guide
#მეცნიერება
#ტექნოლოგიები
#მოგზაურობა
#ხელოვნება
0