გიგა ბოკერია იმნაძე-გამყრელიძეს ეკლესიისადმი სიმკაცრის გამოჩენისკენ მოუწოდებს

0
, , ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე მკაცრები და თანმიმდევრულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში პირბადეების დარიგების ფაქტზე, თუმცა დასძენს, რომ მათგან ვერ მოვისმინეთ ასეთივე მყარი და მკაფიო გზავნილები მართლმადიდებლური ეკლესიის მისამართით. ბოკერიას განცხადებით, რისკები გაცილებით დიდია, როცა საქმე ერთი კოვზით ზიარებას ეხება. , , გასაგები იყო მათი მკაცრი გზავნილი და სამართლიანი იმ ოპოზიციური ჯგუფის მიმართ, ვინც ეს მძიმე შეცდომა დაუშვა ზუგდიდში. უბრალოდ მინდა თხოვნა, მოწოდება მქონდეს მათ მიმართი, რომ იყვნენ თანმიმდევრული, როცა ასე მკაცრად აფასებენ, ოღონდ დამსახურებულად, ასეთივე თანმიმდევრულად მკაცრი შეფასება ჰქონდეთ რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესიის ნებისმიერი სასულიერო პირის მიმართ, ” - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ , , სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ” 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში 10 კაცზე მეტის შეკრება კანონით აკრძალულია, ამიტომაც აქციის ორგანიზატორები 15 000 ლარით დააჯარიმეს.
#გიგაბოკერია
#პაატაიმნაძე
#ამირანგამყრელიძე
#ეკლესია
#ზიარება
#tbiliaidaily
0