🌜✨ ღამე - ეს ის დროა, როცა მშვიდად ძილის პერიოდი გვიდგება, მაგრამ თუ ცუდი სიზმრები ხშირად გაწუხებთ, ეს სტატია თქვენთვისაა! ❕⤵️
1) 🔴 მენტალური დარღვევები - ხშირ ღამის კოშმარებს იწვევს პანიკური აშლილობა, დეპრესია, სტრესული გარემო, სერიოზული პრობლემა, რომელზეც დღე და ღამე გეფიქრებათ და სხვა ფსიქიკური დაავადებები.
2) 🔴 წარსულში მიღებული ტრავმა, რომელიც დღემდე მოუშუშებელია - შესაძლოა, წარსულში რაღაც სერიოზული გადაიტანეთ, შემდეგომ, გარკვეული დროის მანძილზე მიძინებული იყო და ახლა ამოყო თავი. ამ უკანასკნელს ფსიქოთერაპია შველის, ამიტომ, ბევრს ნუ ინერვიულებთ. ფსიქოლოგს მიმართეთ.
3) 🔴 💊 მედიკამენტების გვერდითი მოვლენები - არსებობს რიგი მედიკამენტებისა, რომლის გვერდითი ეფექტებიდან ერთ-ერთი ძილში შფოთვა, კოშმარები და ჰალუცინაციებიც კი არის.
4) 🔴 🍩 შუაღამისას ბევრს მიირთმევთ - დიახ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღამის სასუსნავების მოყვარულ ადამიანებს კოშმარები ხშირად ტანჯავთ. გახსოვდეთ, რაც ნაკლებს მიირთმევთ დაძინებამდე, მით უფრო პროდუქტიული იქნებით მეორე დღეს.
5) 🔴 🌜 საკმარისად არ გძინავთ - ეს არის დაუძლეველი წრე. არასაკმარისი ძილი კოშმარებს იწვევს, კოშმარები - არასაკმარის ძილს. ეცადეთ, ძალიან დაიღალოთ, ივარჯიშოთ, ცურვით დაკავდეთ, გადაიღალოთ და ღამე გადაბმულად 8 საათი მაინც გამოიძინოთ. შემდეგ, ეს პრობლემა თანდათან წავა.
6) 🔴 👻 საშინელებათა ფილმებს ზედმეტად ხშირად უყურებთ - კვლევებმა დაადასტურა, რომ კოშმარებზე ყველაზე დიდი გავლენა საშინელებათა ფილმებს და მედიას აქვს! ეცადეთ, 2-3 საათით ადრე მაინც უყუროთ და მერე მოემზადოთ დასაძინებლად და მთავარი - ! არ ჩაგეძინოთ საშინელებათა ფილმის ყურების დროს ! 🦻🏻ის, რაც ძილის დროს გვესმის, სიზმრებში წარმოგვიდგენია ხოლმე. გსურთ, რომ საშინელებათა ფილმის პერსონაჟად ამოყოთ თავი?
7) 🔴 რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - გაქვთ ლაქტოზას აუტანლობა. - სნექებსა და სასუსნავებზე ზემოთ ვისაუბრეთ და ახლა, კონკრეტულად რძის პროდუქტებს რაც შეეხება: კანადის სამედიცინო ცენტრის პროფესორები ამტკიცებენ, რომ შემაწუხებელ და საშინელ სიზმრებს იწვევს დაძინაბამდე რამდენიმე საათით ადრე ბევრი რძის პროდუქტის მირთმევა. მითუმეტეს, თუ ლაქტოზას აუტანლობა გაქვთ.
•
#გააჟღერე
Feedc
#ახალიამბები
#ჯანსაღიცხოვრება
#კულინარია
#ტექნოლოგიები
#მეცნიერება
#სიზმრები
#ფაქტები
#გააჟღერე