ეროვნული ბანკის 28 მარტის კურსით, ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით თითქმის 20-20 თეთრით გამყარდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4842 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.1946 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6232 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი კი 3.8159 ლარი იყო.
ცნობისთვის, ლარი კიდევ 40-ზე მეტ უცხოურ ვალუტასთან მიმართებითაც გამყარდა.
#ლარისკურსი
#დოლარი
#ევრო
#გამყარება
#tbilisidaily