გუშინ, იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში, ერთ ადამიანს COVID 19 დაუდასტურდა. პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა და დაინფიცირებული სწორედ ამ ქვეყნიდან ჩამოვიდა. არსებული ინფორმაციით, ჩამოსვლისთანავე იგი აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის განმავლობაში დასახელებული პირი იმერეთის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. მისი სავარაუდო კონტაქტები ამჟამად შესწავლილია.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
#ქუთაისი
#ინფექციურისაავადმყოფო
#კორონავირუსი
#kutaisidaily