სებ-ი საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

0
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 18.6 მლრდ აშშ დოლარი (53.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის მშპ-ს 105.1 პროცენტია. 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 729.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 529.5 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო - 141.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო - 33.9 და სხვა ცვლილებების გამო - 23.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 45.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
#საგარეოვალი
#ეროვნულიბანკი
#tbilisidaily
0