სოფელ მერეთში ჩატარებული ტესტების პასუხები

Marneuli Daily

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში, 2 ივნისს ჩატარებულ 40 ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. „გამოვიკვლიეთ ახლო კონტაქტები. თანამშრომლები და ა.შ. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ აღნიშნული კლასტერიდან გარეთ გავრცელება (კორონავირუსის) ჯერ არ მომხდარა, თუმცა პროცესი გრძელდება. აღნიშნული კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან და ჩვენი ეპიდემიოლოგები აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები“ -განაცხადა ზაურ დარგალმა შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა .ხუთივე დაინფიცირებული ერთი ოჯახის წევრები არიან. #კორონავირუსი #ინფექცია #marneulidaily #ახალიამბები #news