ლელოს საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკას კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად 6 მილიარდი დასჭირდება. ამის შესახებ მან ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
ჯაფარიძემ ლარის კურსზეც ისაუბრა და თქვა, რომ 300 მილიონი დოლარის ბაზარზე გატანა გონივრულ ვადებში საკმარისი იქნება იმისთვის, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში დადგენილი დერეფნის ფარგლებში ლარის კურსის ცვლილება მოხდეს. ეს იძლევა სტაბილურობის განცდას.
#ლელოსაქართველოსთვის
#კორონავირუსი
#coronavirus
#business
#opinion