ქალის მიმართ უსამართლო და დისკრიმინაციული მიდგომა კარგად გამოჩნდა ამ კრიზისულ დღეებში, როცა სრულიად ტელესივრცე, სოციალური ქსელები-ჟურნალისტები თუ მოქალაქეები ერთხმად ხოტბას ასხამენ კაცების „შესანიშნავ სამეულს“. არავის გახსენებია მარინა ეზუგბაია-ქალი , რომელიც დღეს და ღამეს ასწორებს ვირუსთან საბრძოლველად; ეს ნიშანდობლივი მომენტია.
ჩვენნაირ პატრიარქალურ საზოგადოებას უჭირს ქალის შექება: ქალების დიდ ნაწილს შურს კიდეც და კაცებს კი ეგოზე ხვდებათ: „როგორ ქალი მათ რიგებში?“
აქ დიდი როლი სწორედ მედიას აკასრია , რომელიც თანმიმდევრულად აპიარებს კაცებს და ქალზე რომ მიდგა საქმე ხმა ჩაუვარდათ.
აქვე უნდა აღინიშნოს იმ ექთნების და სანიტრების შრომა, რომელთა უმრავლესობა ქალია.
მოკლედ სანამ ბალანსი არ აღდგება და კაცის და ქალის საწყის თანაბარი პატივისცემით არ მოვექცევით, მანამდე ყოველთვის გამოწვევების წინაშე იდგება ჩვენი არსებობა.