ცხოველი და ჰუმანურობა

0
უკვე რამდენიმე საათი ვფიქრობ პოსტი რა თემაზე დავწერო ჯერ სათაურიც არ მომიფიქრებია. ვწევარ და ვწერ. სოციალურ ქსელში შემხვდა ფოტო აი ეს საოცრება:
ფოტოზე რეაქცია გამოვხატე და გავაგრძელე სქროლვა. ვიდეო შემხვდა, ბოლომდე ყურება ვერ შევძელი. ვიდეოში ასახული იყო როგორ აწამებდა 2 არასრულწლოვანი პატარა ლეკვს. იმდენად უსიამოვნო და ამაზრზენია კონკრეტული ვიდეო შემოთავაზებისგანა თავს შევიკავებ. გამიჩნდა კითხვა უბრალოდ რატომ უნდა მოკლა? თან ესე სასტიკად დაუცველი ცხოველი და ამისგან სიამოვნება როგორ უნდა მიიღო? აუხსნელია ჩემთვის !
დღესდღეისობით ცხოველზე ძალადობა კანონით ისჯება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთითაც, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში ინტერნეტ სივრცეშიც კი ბლომად ნახავთ ცხოველზე ძალადობის ვიდეო თუ ფოტო მასალებს. ამით მხოლოდ ის მესმის რომ სისტემა არ მუშაობს სასჯელი მეორე ხარისხოვანია და ხალხი ბოლომდე ვერ იაზრებს, რატომ არ უნდა მოვკლათ ან სულაც დავჩაგროთ ცხოველი. წამების ფაქტებიდან როგორიც არის შუაზე გაჭრა, დანაწევრება, ჩამოხრჩობა, 1 ცხოველის დაბმა და მსხვერპლად ქცევა. ამ ყველაფრიდან არაფრით გამოვყოფ მათ ორთაბრძოლას.! ■■ძაღლების ჩხუბი■■ ძაღლების ჩხუბზე გავამახვილებ ყურადღებას და რაც არუნდა საკვირველი იყოს სპორტის სახეობადაც ითვლება უამრავ ადგილას, თუნდაც საქართველოში. (კანონის "გამკაცრებასთან" ერთად მათი კვალი გამკრთალდა) ისეთი ძაღლის ჯიშები როგორიც არის: კავკასიური ნაგაზი, ქართული ნაგაზი, აზიური ნაგაზი, პიტბული, არგენტინული დოგი... მებრძოლი ჯიშის ძაღლები, ხშირად გვხვდება და დომინირებს ძაღლების ორთაბრძოლებში. (ვიდეო თუ ფოტო მასალას ისევ ვერ გთავაზობთ სიმძიმის გამო) ყველამ კარგად ვიცით როგორც ხდება: ადამიანები იკრიბებიან დასახლებული პუნქტიდან შორს, მიჰყავთ ძაღლები და ფსონების დადების შემდეგ მათ აჩხუბებენ. ყველაზე კარგ შემთხვევასი ძაღლი ბრძოლიდან დაგლეჯილი გამოდის. სისხლისგან თითქმის დაცლილი და ამ ქმედებაზე სასჯელი ფულადი თანხა იყო. როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა როცა მოძალადეები უფრო ხშირად ბავშვები და მოზარდები არიან ? ბავშვები რომლებსაც სიგიჟემდე უნდა უყვარდეთ ცხოველები მათ აწამებენ და სიცოცხლეს უსპობენ. დარწმუნებული ვარ მათ არც საბავშვო ბაღში და არ სკოლაში არ ასწავლიან დაუცველ ცხოველზე ძალადობას. რატომღაც მგონია რომ ამას არც ოჟახიდან სწავლობენ. ყოველშემთხვევაში კონკრეტული დავალებების სახით, მაგრამ ყალიბდება მოძალადის ფსიქიკა. პირადად მე არასრულწლოვანი ვარ. ჯერ კიდევ ბავშვი მეწოდება და შინაური ცხოველიც მყავს. საშინლად მიყვარს. ვგიჟდები მასზე და ჩემი აზრით ამ პრობლემის მოგვარება შემდეგნაირად შეიძლება, მეტიც შეუძლებლად ვთვლი ამ პრობლემის მოგვარებას ამ ქმედებების გაუთვალისწინებლად. ბავშვს როდესაც ვამჩნევთ მიდრეკილებას ძალადობისკენ დროულად უნდა ჩავრთოთ საქმეში მსიქოლოგი. აქ უკვე ის იზრუნებს მისი ხასიათის და აზროვნების გამოსწორებაზე. ბავშვებს კლასებში სადაც დღის ნახევარს ატარებენ კვირაში ერთხელ მაინც უნდა უტარდებოდეთ გაკვეთილი, სადაც ისაუბრებენ ცხოველებზე, მათ სიყვარულზე, გარეგნობაზე, ერთგულებაზე ყველაფერზე რისგამოც შეიძლება ვინმე ან რამე შეგიყვარდეს. ბავშვების სრული ჩართულობა ამ გაკვეთილში აუცილებელია დაუცველი ცხოველებისთვის! ისინი მათთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენენ და სიცოცხლეს უსპობენ. ისეთ უწყინარ ცხოველებს როგორებიც ძაღლები და კატები არიან. არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით მაგრამ ნადირობაც ამაზრზენი პროფესოაა ჩემთვის. რომელიც სპორტის სახეობად აღიარეს. ეს კიდევერთხელ ამტკიცებს ადამიანის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლობაზე. ცხოველთა კვლა სპორტის სახეობად??? ზოგადად კვლა, სიცოცხლის ესე უხეშად წაგლეჯვა, სპორტის სახეობად??? მიმაჩნია რომ XXI-ე საუკუნეში იმდენად უნდა ვიყოთ განვითარებულები რომ პირიქით, მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა ითვლებოდეს სპორტად! პირიქით სამყაროს გადარჩენა უნდა ითვლებოდეს სპორტად! დღესაც კი როცა ადამიანმა 21 საუკუნე განვლო განვითარების ქრისტეშობიდან, ფუფუნების საგნების და თავიანთი კომფორტის გამო ვნებენ გარემოს და გარშემო მყოფებს და მაინც მჯერა რომ სანამ ძალიან არ გაგვიჭირდება მანამდე არ მოვუფრთხილდებით სამყაროს. მანამდე არ ვიწამებთ ღმერთს. სანამ ცხოველი არ დადგება გადაშენების პირას მანამდე არ მივაქცევთ მას საკადრის ყურადღებას. ახლა კი უბრალო ღიმილისთვის და სიმშვიდისთვის რამდენიმე ფოტოს დავამატებ პოსტს😇
#ბიზნესი
#სპორტი
#პოლიტიკა
#ახალიამბები
Feedc
#გააჟღერე
#siykura
#დაიცავიგიყვარდეს
0