რა მოჰყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას?

0
რა მოჰყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას? გუშინ, 26 მარტს, ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მოსახლეობას პირბადეები, ხელთათმანები და ჰიგიენური ხსნარრები დაურიგდა. ნივთების მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. პოლიციელების ადგილზე ყოფნისა და მოწოდებისა მიუხედავად, მოქალქეებს შორის დისტანცია არ იყო დაცული, რადგან ყველა ცდილობდა ზემოაღნიშნული ნივთები მიეღო, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ ამბავთან დაკავშირებით განცახდება გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ : “არ არის ახლა პიარის დრო და არ არის ახლა ვიღაცამ, რომ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ ასეთი მოსახლეობის შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!” - განაცხადა იმნაძემ. საპატრულო პოლიციამ ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია "ახალი ლიდერების ინიციატივა" 15 000 ლარით დააჯარიმა.
#ზუგდიდი
#ერთიანინაციონალურიმოძრაობა
#მოსახლეობა
#საპატრულოპოლიცია
#ჯარიმა
#zugdididaily
0