0
1902 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი -თეოდორ რუზველტი მისისიპის მახლობლად სანადიროდ იმყოფებოდა, თეოდორი თანმხლებმა პირებმა ხესთან მიიყვანეს სადაც დათვი იყო მიბმული და მისი მოკვლა შესთავაზეს, რაზეც რუზველტმა უარი განაცხადა, ეს ამბავი მალე მოედო მთელ ქვეყანას, და სწორედ ეს ამბავი გახდა ინსპირაციის წყარო მორის მიჩტომისთვის, შექმნა სათამაშო დათუნია "Teddy Bear", მან დათუნიას "Teddy" თეოდორ რუზველტის საპატივცემულოდ უწოდა, დათუნია ტედი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.
0