სერიალი, რომელიც მომავალში გვამოგზაურებს - "შილდის აგენტები"

0
პოპულარული ამერიკული სერიალი "შილდის აგენტები", ერთი შეხედვით ფანტეზს გვაგონებს, თუმცა სერიალში განვითარებული მოვლენები ემთხვევა მეცნიერების ვარაუდებს, თუ როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს დედამიწას... უფრო კონკრეტულად: 1). რა დონემდე შეიძლება გამვითარდეს მეცნიერება, მეტიც, რას შეძლებენ ბიოქიმიკოსები და ინჟინრები (მეცნიერების აზრით, ბიოქიმიკოსობა მომავლის პროფესიაა). ბიოქიმიკოსები შეძლებენ ისეთი ვაქცინის დამზადებას, რომელიც თითქმის ყველა დაავადებას განკურნავს. ხოლო ინჟინრები ააგებენ ისეთ ხომალდებს, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ატმოსფეროსა და კოსმოსში. 2. სუპერძალების მქონე ადამიანების არსებობა, რომლებიც უცხოპლანეტელების და ადამიანის სისხლის არევით იქმნებიან. ეს ჯერ-ჯერობით მეცნიერულად დამტიკცებული არ არის, თუმცა მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას და სამომავლოდ მათ შექმნასაც ფიქრობენ, დედამიწის უცხოპლანეტელებისგან დასაცავად. 3. სხვა დროისა და სივრცის არსებობა, ეს მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ დრო და სივრცე შავი ხვრელის "მეორე მხარეს" იცვლება, ზოგიერთი კი სხვა გალაქტიკას მოიაზრებს. სერიალში კი დროისა და სივრცის ცვლილება ხდება, რაც ძალიან საინტერესო და ამავდროულად, მოულოდნელია. 4. და ბოლოს, ჩემი აზრით სერიალის ყველაზე საინტერესო მომენტი - განვითარებული რობოტების არსებობაა, რომლებიც ზუსტად გვანან ადამიანებს. სერიალის ეს ნაწილი ჩვენი საკმაოდ ახლო მომავალია, რადგან ანდროიდების არსებობა, რომლებიც ადამიანებს დაემსგავსება და ყველა ადამიანურ თვისებას შეიძენს - თითქმის მეცნიერულად დამტკიცებულია. სერიალში ანდროიდების შექმნის უარყოფითი მხარე არის წარმოჩენილი, რადგან ისინი ადამიანების წინააღმდეგ იბრძოლებენ. ერთმა მეცნიერმა თქვა - "ჩვენ რობოტებში ყველანაირ ინფორმაციას ვტვირთავთ, ყველა ადამიანურ მიღწევას მას ვუზიარებთ, მაგრამ ერთი რაღაც გვავიწყდება - მათ არაფერი ავიწყდებათ, ჩვენგან განსხვავებით". ეს კი, კაცობრიობისთვის ძალიან დიდ პრობლემად შეიძლება გადაიქცეს. ასე რომ, სერიალის ყურება ძალიან საინტერესო და სასიამოვნოდ მოულოდნელი მომენტებით დაგატკბობთ. იმოგზაურებთ მომავალსა და წარშულში, სერიალის გმირებთან ერთად დაუპირისპირდებით სხვადახხვა გამოწვევას, ისწვალით გუნდურ მუშაობას.
#გააჟღერე
Feedc
#მეცნიერება
#ტექნოლოგიები
#ახალიამბები
0