0
ვფიქრობ, თუ სოციალური ქსელი იდეის დონეზე მაინც კარგია, შექმნისთანავე დიდი ყურადღების ცენტრში ექცევა. ძალიან საინტერესო იდეითაა შექმნილი feedc-იც, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ დღეს იგებს საზოგადოება, თანაც მხოლოდ საქართველოში და თანაც სტატიის მეშვეობით (ჰო, საზღვარგარეთ მყოფი ქართველები კიდევ). სტუდენტების შექნილი რომ არ იყოს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ, ინტერესიც არ გაჩნდებოდა და გამოხმაურება ალბათ საერთოდ არ მოყვებოდა. ჩემი აზრით, იდეას კი არა, სამი სტუდენტის შესახებ სტატიის გამოა აქ ვინცაა, ან თავად მონაწილეობდნენ რაღაც დონეზე ქსელის შექმნა-განვითარებაში. მოკლედ, შორიდან გავაგრძელებ ახალი პლატფორმის პროგრესზე დაკვირვებას, მაგრამ ეჭვი მეპარება ამ მარკეტინგით და George Gvajaia-ს ქართულ-რუსულ-ინგლისურენოვანი პოსტებით შორს წავიდეს (ვინ არის არ ვიცი, მომიტევოს :დ).ყველაფრის მიუხედავად, მაინც წარმატებები ამ პროექტს. ბოლოს და ბოლოს ქართული და რა იცი რას გპირდება. ვნახოთ, ვნახოთ... P.S. კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი
0