ივანიშვილს სახელმწიფოს მართვის პრეტენზია, რომ არ ჰქონდეს, მეც მადლობას გადავუხდიდი - ბობოხიძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141261
ივანიშვილს სახელმწიფოს მართვის პრეტენზია, რომ არ ჰქონდეს, მეც მადლობას გადავუხდიდი - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ "ფორმულასთან" საუბრისა გააკეთა. ბობოხიძის განმარტებით კი ამ "ე.წ. დიდი ქველმოქმედებისთვის" ივანიშვილი მადლობას არ იმსახურებს.
"პრემიერი შეიძლება მადლობას უხდიდეს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ არა იმ ადამიანს, ვინც პირდაპირაა დამნაშავე ეკონომიკის გაჩერებაში. მადლობას არ უნდა უხდიდეს ადამიანს, რომელიც საკუთარ ბიზნესს უკეთ მართავს ვიდრე ქვეყანას. ივანიშვილს რომ სახელმწიფოს მართვის პრეტენზია არ ჰქონდეს, მეც მადლობას გადავუხდიდი, მაგრამ აქ სხვა შემთხვევაა. ისაა პასუხისმგებელი ქვეყნის გაჩერებაზე",-აღნიშნავს აკაკი ბობოხიძე.