Რა შესაძლებლობები აქვს გიგანტურ დრონს
Tbilisi Daily
ალაბამაში დაფუძნებულმა სტარტაპმა Aevum წარადგინა სრულად ავტონომიური დრონი, რომლიც მონსტრს მოგაგონებთ — The Ravn X Autonomous Launch Vehicle. ეს არის 25 მეტრი სიგრძის დრონი, რომლის ფრთების სიგრძე 20 მეტრს აღწევს, აქვს 5.5 მეტრი სიმაღლე და ბეჰემოტის წონა — ის თითქმის 28 ტონაა. ეს მონაცემები მას მსოფლიოში ყველაზე დიდ დრონად აქცევს, The Hill-ის თანახმად.
დრონი რეგულარული თვითმფრინავივით იფრენს, დასაშვებად კი 1600 მეტრის სიგრძის ასაფრენი ბილიკი დასჭირდება.
თავად სტარტაპს ამბიციური მიზნები აქვს, როგორც Aevum-ში ამობობენ, Ravn X-ს თანამგზავრის გაშვება კოსმოსში, ყოველ სამ საათში ერთხელ, კვირაში 7 დღე შეეძლება.
დრონი ამჟამინდელი სახით 70 პროცენტით მრავალჯერადი გამოყენებისაა, მაგრამ უახლოეს მომავალში 95 პროცენტამდე იქნება ეს მაჩვენებელი გაზრდილი.
სტარტაპმა ასევე იმუშავა კოსმოსურ ძალებთან, რათა დაიწყოს ახლადშექმნილი სერვისის გამოცდა და შეძლოს პირველი მცირე ზომის სატელიტის გაშვება.