აფხაზეთში მეორად ნიღბებზე ინდივიდუალური შეკვეთები დაიწყო
აფხაზეთის რეგიონში, ე.წ მთავრობის ბრძანებით, აფთიაქებში საქონლის სიმცირის გამო, კომპანია „მოდა-ტეკსი“ ნიღბების წარმოებას იწყებს. საწარმო ამუშავდება სოხუმში და ინდივიდუალურ შეკვეთებს მიიღებს.
„ჩვენ ინდივიდუალურ შეკვეთებს ვიღებთ, რაც დაახლოებით 3-დან 10-მდე ნიღაბს შეადგენს. გაკეთებული გვაქვს სია, სადაც რიგრიგობით ვწერთ მოქალაქეების ვინაობას. როგორც კი პირბადე დამზადდება, ჩვენ ვუკავშირდებით ამ ადამიანებს და გადავცემთ შეკვეთას. დღეის ჩათვლით, უკვე 5, 000 ნიღბის შეკერვის ბრძანება მივიღეთ. თავისუფალ ბაზარზე ნიღბები არ გვაქვს.“- განმარტა „მოდა-ტეკსის“ საწარმოს თანამშრომელმა. რიგისაგან თავის ასარიდებლად, განმცხადებლებს ასევე შესთავაზეს, რომ შეიძინონ მარლა, რომლის ღირებულებაც 18 რუბლს შეადგენს და თვითნებურად შეიკერონ ან დაუკავშირდნენ ადგილობრივ მკერავებს.
კომპანია „მოდა-ტეკსის“ მოდის დიზაინერი, ამინა გამისონია უარჰყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საწარმო არსებულ ნიღბებს 100 რუბლად ყიდის. მათი რეალური ღირებულება 35 რუბლს შეადგენს. „ჩვენი სამუშაო დღე 09:00 დან 18:00 საათამდე გრძელდება. საშუალოდ, ერთ მკერავს, დღეში 50-მდე ნიღბის შეკერვა შეუძლია.“- განმარტა მან. ასევე მან განმარტა, რომ ნიღბების კერვაში საწარმოს 40 თანამშრომელი იღებს მონაწილეობას.
#პირბადეები
#პირბადესსაწარმო
#აფხაზეთიებრძვისკორონას
#SOKHUMIDAILY