103 votes
1 comments
0 shares
Save
ლუქსემბურგი
149 views
Keso Bigvava
Tbilisi · 3 months ago
#მოგზაუდობა #მოგონებები
Keso Bigvava
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mariam Sharvashidze
Tbilisi · 1 month ago
შეინახე წამი!
შეინახე ყოველი წამი. შეაგროვე ფოტოები,ყველაზე კარგი საშუალება იმ დროის და შეგრძნებების გასახსენებლად,რაც იმ მომენტში გვეუფლება. #შეინახეწამი #გადაიღეშენებურად #მოგონებებიTbilisi
მარიამ კაჭკაჭაშვილი
Tbilisi · 1 week ago
"როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს"
სულთმოფენობის წინა დღეა, შაბათი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო და განსაკუთრებით - ლეჩხუმი, „ხვამლობის“ დღესასწაულს აღნიშნავს. ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარეობს. „როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს“, “ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – „ქართლის ცხოვრებიდან“ მასზე საინტერესო ცნობები შემოგვრჩა. ამ მისტიკურ ადგილზე ბევრი მითი თუ ლეგენდა არსებობს. ბევრ იდუმალებას ინახავს და სწორედ ამაშია მისი ხიბლიც. მე და ჩემი მეგობრები 7 საათზე სურსათ-სანოვაგით დატვირთულები გზას დავადექით. მანქანაში მუსიკების ხმას ჩვენი სიცილის ხმა ფარავს. წინ 16 კილომეტრია. სპიდომეტრი 120 კმ/სთ-ს აჩვენებს. ხეთა ჯარს და ცხენისწყლის ხეობას უკან ვიტოვებთ. სულ მალე გამოჩნდა აბრა - „სოფელი ოყურეში“. გადასახვევთან პოლიცია დგას და ყველა შემსვლელ-გამომსვლელს აკონტროლებს. „ბევრი მანქანაა ზემოთ და ფრთხილად იარეთ“ - გვესმის მათი ხმა. მადლობის ნიშნად ვუღიმით და აღმართის ავლას ვიწყებთ. წელს გზა კეთილმოწყობილია. „საუკუნო პროექტის“ დასრულებამ სტუმრების ნაკადის ზრდაც გამოიწვია. რაც უფრო ზევით ავდივართ, ჰაერი მით უფრო გამჭირვალე ხდება და ყოვლისმომცველ სიჩუმეში, სიმწვანეში ჩაკარგული კირქვის კლდეები უფრო შთამბეჭდავი ჩანს. „ეს ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე, რომელსაც ყორანი გულ-ღვიძლს უკორტნიდა მანამ, სანამ ჰერაკლემ არ დაიხსნა“ - გავიფიქრე და ამ მითებში ჩავიკარგე... გზაში საცობია და მოგვიწია, მანქანების გრძელ რიგში ჩავმდგარიყავით. ადგილზე კვლავ პოლიცია შევნიშნეთ. „ზემოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არის, სანამ არ ჩამოვლენ ვერ გაგიშვებთ“ - ასეთი იყო მათი ბრძანება. დავიგვიანეთ. როგორც წესი, „ხვამლობისთვის“ წინა ღამით ადიან და გათენებასაც იქ ელოდებიან. ნისლში გახვეული ხვამლის მთა მიმზიდველია. მზის ამოსვლასაც იქ თუ შეხვდი, გონებიდან ვერასდროს ამოიგდებ. მეგობრების უკმაყოფილო საახებს გავხედე. 2 საათი აქ მოცდას სჯობდა, ფეხით წავსულიყავით. „მე დაველოდები, თუ მალე გაგვიშვეს, გზაში დაგეწევით“ - საჭესთან მჯდომმა შეწუხებულმა ამოილაპარაკა. როგორც აღმოჩნდა, ხუთი კილომეტრი სამანქანო გზაზე უნდა გვევლო და ერთიც ტყეში. „სალოცავზე ფეხით ასვლას აქვს მადლი“ - გავიფიქრე გულში. მზე აცხუნებდა. აღმართი იმატებდა. ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა ზურგი და სახე. დროდადრო ვისვენებდით. ცხენებით მომავალ ბავშვებს ვუცქერდით, ღამენათევ ნაცნობებს ვესალმებოდით და დღესასწაულს ვულოცავდით. რამდენი საათი ვიარეთ, უცნობია. როგორც იქნა საკარვე ადგილს მივაღწიეთ. სწორედ აქ ბანაკდებიან მოლაშქრეები, როცა ხვამლზე ღამისთევით მიდიან. ცოტაც და სამანქანო გზა დასრულდა. თავი ტყეს შევაფარეთ. საცალფეხო ბილიკს უამრავი ადამიანი მიუყვება. ჩამომსვლელი და ამსვლელი ერთმანეთს გზას უთმობს. წირვის დამთავრებამდე ცოტა იყო დარჩენილი. პოლიცია მართალი აღმოჩნდა, სალოცავზე ათასზე მეტი მანქანა იქნებოდა. ერთი მთავარი აღმართი დარჩა და ხვამლის მისტიკური მთაც გამოჩნდა. ამოვისუნთქეთ. დაღლილობის მიუხედავად ტემპს ვუმატეთ და აი ისიც... ხვამლის მთა თავისი იდუმალი სილამაზით შემოგვეგება. ტაძრის ირგვლივ მოფუსფუსე ხალხი შორიდანვე შევნიშნეთ. გორაზე ავედით თუ არა ბალახზე წამოვწექით და ცას ავხედეთ. არ გაგვიმართლა, მოწმენდილია. ღრუბლები არ სჩანან. არადა ღრუბლიან ამინდში აქედან გახედვას არაფერი სჯობს. უყურებ შენს დაბლა მოძრავ ღრუბლებს და 2002 მეტრზე სამყაროც სხვაგვარი გეჩვენება. ცასთან ყველაზე ახლოს ვართ. ყველაფერი ხელისგულივითაა გადაშლილი. ერთმანეთში შერეული თოვლი და ნაადრევად გაშლილი ყვავილები საოცარი სანახავია. მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, ხვამლის მთა მომლოცველებს ვერ იტევს. „სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი და საოცრებაა“, „პირველად ვარ, ემოციების დამალვა მიჭირს“, „ამ ადგილს ყოველ წელს ვსტუმრობ“, „მისით მონუსხული ვარ“... გახარებული ადამიანების ხმები აქა-იქ ჩამესმის. წირვას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე უძღვება. სტიქაროსნები და მამაოებიც გვერდით უდგანან. სვანეთის მგალობელთა გუნდი მთელი გულით საგალობელს ასრულებს. მათ ხმას ცხვრების ბღავილი ერწყმის. ბაწარშებმული, ტაძართან ძალით რომ ამოჰყავთ. ქარია. სანთელი ძლივს ავანთეთ. მეუფემაც დაასრულა პარაკლისის გადახდა და თავზე ხელის დადებით დაგვლოცა. ახალგაზრდებმა ფანდური აახმაურეს და ლეჩხუმური სიმღერები გააცოცხლეს. ირგვლივ ჰარმონია სუფევს. ყველა გრძნობს, რომ უფალი ახლოსაა. ფოტოების გადაღებას და ამ დღის კადრებში გაცოცხლებას მოვრჩით. მოგონებები ჩვენს სკივრში გამოვკეტეთ. ქართველებს ხომ ყოველი დღესასწაულის აღნიშვნა გვჩვევია, გამონაკლისი არც ეს დღეა. დაღმართზე დაშვებისას დამწვარი მუხრუჭების სუნმა შეგვაშინა. სიცხისგან მანქანებს ბოლო ასდით. მზე ხვამლის მთის წვერზე მოქცეულიყო და სხივებს არ იშურებდა. თავი მდინარე ჯონოულს შევაფარეთ. მისმა ცივმა და ანკარა წყალმა დაღლილობა გადაგვავიწყა. ლეჩხუმური სუფრა მალევე გავაწყვეთ. საღამომდე ენაცვლებოდა ერთამენთს სადღეგრძელოები, ლექსები, სიმღერები... არც ხვამლის მთის ლეგენდები დაგვვიწყებია. „ეს ხომ მეფეთა განძთსაცავია“, „არგონავტების მოგზაურობის არეალია“, „უძველესი ობსერვატორიის ადგილია“, „მითებისა და რეალობის გზაგასაყარია“ - ვიხსენებთ ამ ყველაფერს და ჯერაც უცნობ, იდუმალ ხვამლის მთას გავყურებთ... საათი 11:00-ს უჩვენებს. სახლში დაბრუნებამდე ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს. ხან დედა ეწერა და ხან - მამა. სასმელმა თავისი ქნა და ჩვენს კარგ გუნება-განწყობაზე იზრუნა. შინისაკენ დავიძარით. დღევანდელმა მოგზაურობამ საოცარი წუთები და წამები დაგვიტოვა. დაგვანახა, რომ “ხვამლობა“ წელს განსაკუთრებულია. თითქოს ექიმები, სახელმწიფოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები კი არა, ბუნება გვეუბნება, რომ ესეც გაივლის... თუ ხვამლის მთაზე ერთხელ მაინც ფეხს დადგამთ მიხვდებით, რომ ვირუსის ადგილი აქ არ არის. ეს ხომ სუფთა ჰაერის, ემოციებისა და უშიშარი, იმედით სავსე ადამიანების სამყოფელია. აქ, წამით მაინც, საერთო გასაჭირი დავიწყებას ეძლევა და საერთო რწმენა ბატონობს.##მოგზაურობა ##რეპორტაჟი ##კულტურა ##მისტიკა ##ნახელეჩხუმი
Mariam Tsiklauri
Tbilisi · 1 year ago
#სანტორინი #ზაფხული #მოგონებები
Fashion Folk Tales
Tbilisi · 2 months ago
ლუი ვიტონის SAVOIR FAIRE ნიუ-იორკში – CRUISE 2020
2020 წლის კრუიზ სეზონისთვის ნიკოლა ჟესქიერმა ლუი ვიტონისთვის ბოლო სეზონების განმავლობაში თავისი ყველაზე ძლიერი კოლექცია წარადგინა და კიდევ ერთხელ გაიმყარა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერის სტატუსი. © PR ეს ნიკოლას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით ლუი ვიტონის პირველი შოუ იყო, რომელიც ნიუ-იორკში მოეწყო. ჩვენება კენედის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალ TWA Flight Center-ში გაიმართა, რომელიც 1962 წელს ფინელ-ამერიკელმა არქიტექტორმა ეერო საარინენმა ააგო. ისტორიული საფრენი ცენტრი, რომელმაც თავისი ფუნქცია 2001 წელს დაკარგა მომავალ კვირას თავის კარს ისევ აღებს, თუმცა, ამჯერად, როგორც უკვე სასტუმრო. გახსნამდე ცოტახნით ადრე კი მთელი მსოფლიოს ყურადღება ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის შოუთი მიიპყრო, რაც მისთვის ძალიან დიდი პიარია. აქ პირველად მაშინ ჩამოვფრინდი, როდესაც ის ჯერ კიდევ ღია იყო,“ – განაცხადა ნიკოლამ ტერმინალზე საუბრისას. „ზუსტად არ მახსოვს ეს როდის იყო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მრავალი წლის წინ მოხდა. მგონი ჩემი მესამე ვიზიტი იყო ნიუ-იორკში, ამიტომ ჩემი მოგონებები უფრო მეტად ემოციებს წარმოადგენს, რომლებსაც მაშინ განიცდი, როდესაც ქალაქის შეცნობას იწყებ.“ ამ კოლექციით ნიკოლა თავის შეგრძნებებს დაუბრუნდა, რომლებიც მაშინ განიცადა, როდესაც ოთხმოცდაათიან წლებში პირველად ჩავიდა ნიუ-იორკში. მისთვის ამერიკა ქუჩის სტილის სამშობლოა, მაგრამ მან მიზნად ამ ქვეყნისთვის რაღაც ახლის შეთავაზება დაისახა. „რა შემეძლო მისთვის მომეტანა? ფრანგული savoir-faire,“ – აღნიშნა დიზაინერმა. კოლექციაში რეფერენციები უკავშირდება როგორც წარსულს, ისე მომავალს. მასში ერთიანდება გოთემის ქალაქი, არტ-დეკო, ტექნოლოგიები და ფუტურიზმი. დეტალები მოიცავს ტყავის ჟაკეტებს მორგებულ მძივებით გაფორმებულ მაქმანებს, ვერცხლისფერ და ოქროსფერ ჟაკარდს, ფართო მომრგვალებულ მხრებს, გეომეტრიულ ფორმებს და სიმბოლურად ნიუ-იორკის პრინტებს. ყველაზე საინტერესო დეტალი კი აქსესუარებია. ტყავის ჩანთებში ჩამაგრებული ეკრანებით შოუზე მომავლის ხედვა იყო შემოთავაზებული. მაგრამ ჩნდება შეკითხვა – გვჭირდება თუ არა ჩანთები, რომლებსაც ახალი ფუნქცია ემატება, რაც ვაი-ფაისთან დაკავშირების და ლუი ვიტონისთვის მიძღვნილი პლატფორმიდან კონტენტის გამოფენის შესაძლებლობის ქონას გულისხმობს? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ვისაც სიახლე სწყურია სურვილის დასაკმაყოფილებლად ლუი ვიტონის ჩანთასაც გამოიყენებს სმარტფონად. ნიკოლას კოლექციები იმდენად „დიზაინერულია,“ რომ მიუხედავად მათი ყველა ღირსებისა, პოდიუმის მიღმა ლუი ვიტონის ტარების ამოცანა მარტივი ვერ იქნება. დიზაინერის მკვეთრი ჭრა და ხაზები, რთული კონსტრუქცია, სრულყოფილებამდე მიყვანილი თითოეული დეტალი სამოსს შეიძლება თავის ფუნქციას არ უკარგავს, თუმცა ამ შემთხვევაშიც იბადება შეკითხვა – რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი? შემოქმედებითი კუთხით კი უდავოა, რომ ჟექსიერის პერფექციონიზმი, ხედვა და დაუსრულებელი ექსპერიმენტები უნიკალურ შედეგს იძლევა, რაც მას ყველასგან განასხვავებს და უმაღლეს საფეხურს მიაკუთვნებს.#ლუივიტონი #კრუიზი2020 #მოდა #დიზაინი Tbilisi
+2
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
როგორ შევარჩიოთ საქორწილო სურნელი?
ქორწილისთვის სუნამოს არჩევა არ არის ადვილი საქმე. ძალიან რთულია, შეარჩიოთ თქვენი განსაკუთრებული დღის სურნელი - ეს არის ის, რაც სამუდამოდ ინახება ჩვენს მეხსიერებაში და მომავალში, მისი შეგრძნობისას, ძალიან თბილ მოგონებებს აღვიძებს. შოკოლადის სურნელი ბევრს დედის ნამცხვრებს ახსენებს, მანდარინის სუნს კი ყოველთვის საახალწლო არდადეგებთან მივყავართ. იგივე ხდება სუნამოების შემთხვევაშიც. ამიტომ გირჩევთ აირჩიოთ სუნამო სპეციალურად თქვენი ქორწილისთვის. მოგვიანებით, ამ სუნამოების სუნის ჩასუნთქვით, თქვენი დღესასწაულის ყოველ წამს კვლავ გაიხსენებთ. ჩვენ მოვამზადეთ რჩევები თქვენთვის, რათა დაგეხმაროთ სწორი საქორწილო სურნელის შერჩვაში. როგორ ავირჩიოთ სუნამო - შეამოწმეთ თქვენი სუნამო საკუთარ თავზე ისევე, როგორც წიგნი არ შეიძლება შეარჩიოთ მისი გარეკანის მიხედვით, სუნამოც არ შეიძლება შეირჩეს ნაცნობების აღწერილობის ან რეკომენდაციების შესაბამისად. ჩაწერეთ სუნამოს სახელი და იპოვნეთ მაღაზიაში. გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა ადამიანზე ერთნაირი არომატი სხვანაირად იგრძნობა. ამიტომ წაისვით სუნამო მაჯის და ყურის უკან. რამდენიმე საათის შემდეგ, თქვენ შეეგუებით არომატს და შეძლებთ შეაფასოთ, რამდენად მუდმივი და კომფორტულია მისი ტარება. ეს ერთადერთი გზაა, რათა თავად აირჩიოთ სრულყოფილი სუნამო. ფრთხილად იყავით სუნამოს არჩევისას ჩვენ არ გირჩევთ ექსტრავაგანტულ სურნელთან ექსპერიმენტებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლასიკზე უკეთესს იპოვნით არაფერი. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ასეთი არომატები ყველა პატარძალს უხდება, უფრო მეტიც, ისინი აღარ გაქრებიან თაროებიდან კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. წლების განმავლობაში, ყოველთვის შეგიძლიათ შეიძინოთი იგივე სუნამო და კვლავ იგრძნოთ თავი პატარძლად. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ წლის დრო საზაფხულო პატარძლებისთვის საუკეთესოა ყვავილოვანი ან ხილის სუნი. ისინი ავსებენ გამოსახულებას და ფარავენ მსუბუქი სიგრილის ღრუბელს. მაგრამ შემოდგომასა და ზამთარში პატარძლებს შეუძლიათ აირჩიონ თბილი და მდიდარი არომატი. შეესაბამება თუ არა სუნამო თქვენს თაიგულს თუ თქვენი საქორწილო თაიგული შეიცავს ყვავილებს ძალიან ძლიერი და გამოხატული არომატით, მაშინ ფრთხილად შეარჩიეთ სუნამო. მას უნდა ჰქონდეს იგივე ფერის ნოტები, მაგრამ ასეთი სუნამო არ უნდა იყოს ძალიან გაჯერებული. უკეთესი იქნება თუ სუნამო გააანახლებს და ოდნავ გაანეიტრალებს ყვავილების ნათელ არომატს. ნუ იყიდით ყალბ სუნამოს ფულის დაზოგვის სურვილი შეიძლება რეალურ პრობლემად იქცეს. ცნობილი ბრენდების ფალსიფიკაცია შეიძლება ორიგინალთან იდენტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რამდენიმე საათში უზარმაზარ განსხვავებას იგრძნობთ. ასეთი იაფი სუნამო მწარე და უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. დასვით მოსაზრება თქვენი საყვარელი მთელი დღის განმავლობაში თქვენთან ერთად იქნება და თუ თქვენი სუნამო მისთვის უსიამოვნო არის, მაშინ ქორწილიდან მოგონებები არ იქნება საუკეთესო. შეეცადეთ სუნამო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიყენოთ, ნება მიეცით თქვენს სულს შეეგუოს ამ სუნამოს. პლიუსი - შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი დამოკიდებულება ახალი სუნამოების მიმართ. ზოგჯერ ძლიერმა სუნმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი ან თუნდაც ასეთი მანიფესტაციები თავიდან უნდა ავიცილოთ. რა არომატები შეესაბამება პატარძალს პირველ რიგში, საქორწილო სუნამოს არჩევისას, უნდა მიმართოთ გლობალურ ბრენდებს. მაგალითად, მოდის სახლები, რომლებიც საქორწილო კაბებშია სპეციალიზებული. ყველაზე ცნობილი მაგალითებია ოსკარ დე ლა რენტა "რაღაც ცისფერი", კაროლინა ჰერერა "CH Garden Party" და "ვარდისფერი პრინცესა", ვერა ვანგი. ბევრი პატარძალი ყიდულობს ცნობილი მსოფლიო ბრენდების სუნამოებს, მაგალითად Chloé, Marc Jacobs, Chanel, Balenciaga Paris და სხვები. ყველა ეს არომატი ნაზი, ჰაეროვანი და სრულყოფილია ნებისმიერი პატარძლისთვის. თუ გსურთ იპოვოთ უნიკალური და იშვიათი არომატი, მაშინ სცადეთ სპეციალური ზაფხულის ან ზამთრის ხაზები ელიზაბეტ არდენიდან, კალვინ კლეინიდან, კენზოდან, ისინი ნამდვილად არ დაგტოვებენ გულგრილს. პატარძლის სურნელი მას მთელი დღის განმავლობაში ახლავს თან. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შეიკრიბოს თავი სინაზის და სიახლის ღრუბელი, ისე რომ ჰარმონიული იყოს მთელს სადღესასწაულო სურათათნ.თუ თქვენ მოახერხეთ სწორი სუნამო აირჩიოთ, მაშინ მრავალი წლის შემდეგაც კი, ბოთლის გახსნილი ძვირფასი არომატით გახსნით, ისევ იგრძნობთ თავს პატარძლად!
ნინო ბურთიკაშვილი
Tbilisi · 1 year ago
ხანდახან თითოეული ფოტო და ნივთი ინახავს იმ ბედნიერებას, რომლებსაც კონკრეტული ადამიანი გვანიჭებდა😞 რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც კესანეს დავინახავ იმდენჯერ ის ადამიანი გამახსენდება, მომენატრება ის დრო, როცა მასთან ერთად ვიყავი😞 ხანდახან ადამიანები ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან, მაგრამ მათზე მოგონებები, სულ ჩვეენთან არიან, თან მაშინ, როდესაც იცი რომ ის შენს გარეშეც ბედნიერიაა🤷🏽‍♂️
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 3 days ago
შავიდან თეთრამდე არც ისე შორია
კარი გაიღო და დაიხურა. ნაბიჯების ხმის გაგონებას ველოდი, თუმცა, ერთადერთი, რაც გავიგონე საათის ისრის წიკწიკი იყო. ეს ხმა ნელ-ნელა შენელდა. უეცრად მისი გაჩუმების შემეშინდა, რადგან არ ვიცოდი რა მოხდებოდა შემდეგ. რამდენიმე წუთში საათის გაუთავებელი წიკწიკი ძლიერმა ხმამ ჩაანაცვლა, - პასუხი მზადაა, მზადაა... ეს იყო უფრო მტკიცე, ჰაეროვანი, მელოდიური ხმა. "ფრთები"- ვიფიქრე მე. ჩემს წასაყვანად მოვიდნენ. სუნთქვა შევიკავე და გავირინდე. შემდეგ თითქოს უკან დაბრუნდა. ხმა უფრო გაძლიერდა... ჩემს არსებობსაში თითქოს სპირალისებრი ფორმით ჩაიღვარა რაღაც სითხე. მეგონა საკუთარი სიღრმეებისკენ მივექანებოდი. ეს იყო ძალიან ბნელი ადგილი, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. გამარჯვებაზე ფიქრს ზოგჯერ ძალა ეკარგებოდა, მაგრამ იმედი ბოლომდე არასდროს არ დამიკარგავს. აი, მაინც დამადგა საშველი და ჩემთანაც გამოანათა მზემ, მეც გამითბო ძვალ-ხორცი. ხელახლა დავიბადე! რაღაც უჩვეულოს ვგრძნობ. მონატრებულს... ფერთა პალიტრა მხოლოდ ბნელი ფერებით სავსე როდია. იქ სადაც შავია , თეთრიც აუცილებლად იარსებებს. ყოველ ტკივილს მოსდევს ბედნიერება, ეს ხომ ცხოვრების დაუწერელი კანონია. ხომ გაგიგია, - დარაბებს მიღმა გაზაფხულიაო. კი, ნამდვიალდ ასეა. ბნელი პალატის მიღმა სუსხიანი ზაფხული მელოდებოდა და მოვუსწარი, ისიც დამელოდა - მეც არ დავაყოვნე... დღეს , ამდენი ხმის შემდეგ პირველად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. თავი ჩიტი მგონია, უბრალოდ ფრთები არა მაქვს რომ ცაში ვინავარდო. მე გამარჯვება ვისწავლე , და აწი რაც არ უნდა მოხდეს - ვერავინ და ვერაფერი ვერ დამამარცხებს. აი ასე ემოციურად მომიყვა იმ ქარიშხლიან დღეებზე, რომლისთვისაც კოვიდმა გაიმეტა. ვუსმენდი და ჟრუანტელი მივლიდა ძვალსა და რბილში. ცრემლს ვერ ვიკავებდი და ვერც ახლა ვიკავებ, მკითხველო. მან კი ასე მითხრა, - ყველა ბნელს უწერია გამონათებაო. ვეთანხმები, გამონათება უწერია, გამოდარება.. და მაინც, გამოიდარა..! სახლში მოვიდა თუ არა ტირილი დაიწყო. ყველაფერი ეუცხოვა გარდა ემოციისა, რომელმაც მოგონებები გაახსენა. სიხარული, სიყვარული და ამაღელვებელი ტაში შეიგრძნო. ის, რაც ასე ძალიან მონატრებოდა. ტელევიზორის ჩართვას მედიკოსების ინტერვიუც დაემთხვა. სრული სიგიჟე იყო. ყველა სამაუწყებლო არხი სასიხარულო ნიუსს ავრცელებდა. "დღეს ბოლო პაციენტიც გაიწერა ბინაზე, ინფიცირებულთა რაოდენობა განულებულია. არც საკარანტინო ზონაში გვყავს მოქალაქეები. ჩვენ ეს შევძელით! ვირუსის გავრცელების საფრთხე ნულამდე დავიდა. დიახ, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება მოგვილოცავს! საქართველომ გაიმარჯვა მსოფლიოსთან ერთად და პირიქით..! " მადლიანი სიტყვები ახლაც ჰანგებად ჩაგვესმის. გაიხსნა ყველა სახის მიმოსვლა. საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო... ჩვენი ქვეყანა ისევ უმასპინძლებს ვიზიტორებს. დიახ, მადლიან ღიმილს ვაჩუქებთ ერთმანეთს. ისე, რომ პირბადე არ დაგვიფარავს ემოციას. გათენდა, ცა ვარდისფერ მარმარილოს დაემსგავსა. ჩვენ კი ზეიმისკენ მიმავალი ადამიანების გუნდს შევუერთდით. ხალხი ქუჩის მიტოვებას არ აპირებდა, რა თქმა უნდა. ტროტუარებს ასობით ადგილობრივი და ჩამოსული მოსდებოდა. მოჩანდა წითელი, ყვითელი, ლურჯი შლაპები, სახელმწიფო დროშები. ეროვნული ჰიმნის ხმა გაისმოდა ქალაქის ყოველ წერტილში. ბედნიერების ერთობ სასიხარულო ზარმა ჩამოჰკრა. ლუდით გაბერილ მასხარებს ხელი ქუჩის ბავშვებისთვის ჩაეჭიდათ, მათთან ერთად ირწეოდნენ და ტრიალებდნენ სევდანარევი სენტიმენტების ტალღაზე. მიწისქვეშა გადასასვლელებიც სავსე იყო და ქუჩებიც. სახემოხატული ბავშვები მზესავით ანათებდნენ და ლაღი ღიმილით სიყვარულს აფრქვევდნენ ირგვლივ. ქალაქი სიცოცხლეს ზეიმობდა, ხალხი კი გადარჩენას. ტრადიცია კვლად აღდგა, დროება ვერ მოერია. მამა-პაპური მისალმება მხოლოდ დადებითი ენერგიის გადამტანი გახდა. თვეების განმავლობაში ჩარაზულმა პლანეტის თითოეულმა კუნჭულმა მზის სხივების გემო შეიგრძო და იმ ვარდისფერ დღეს მგონია, რომ ყველამ ტკბილად დაიძინა. და ბოლოს, დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი, რადგან არ ვიცით როდის შემობრუნდება ბედის ჩარხი და როდის ვიგემებთ აღმავლის შემდეგ დაღმავლის გემოს. მან კი ასე მითხრა, - მე ყოველ წუთს გავუფრთხილდები, რადგან კარანტინმა ეს მასწავლა და გირჩევთ თქვენც ასე მოიქცეთ. და როგორც ვიცი - რჩევას გათვალისწინება უყვარს... #feedcgrant #feedc #feedcgrantproject #stopcovid19 #travel #tourism #georgia #literature #emotions #read Georgia Feedc Feedc Community საქართველო #ბიზნესი #კულინარია #ჯანსაღიცხოვრება #სპორტი #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
+4
Marneuli Daily
Kachaghani · 2 months ago
ძალიან ვამაყობ, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერნის შვილიშვილი ვარ - თორნიკე შუბითიძე
რამდენიმე კვირაა, რაც მარნეულში მეორე მსოფლიო ომის 6 ვეტერანს, ვარდენ შუბითიძე გამოაკლდა. საუკუნეს მიღწეულმა ოჯახს ბევრი მოგონება შემოუნახა. როგორც მისი შვილიშვილი, თორნიკე შუბითიძე იხსენებს, სამამულო ომში წლების განმავლობაში დაგროვილ ისტორიებს ბაბუა ხშირად უყვებოდა, რასაც ახლა მოგონებები, ფოტოკადრები და ოჯახი ინახავს. „ჩემთვის ყოველთვის შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელი იყო ის ფაქტი, რომ ვარ შვილიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის. ბაბუაჩემმა 98 წელი იცოცხლა. დიდი ხანი არაა, რაც დაგვტოვა. სულ რამდენნიმე კვირაა. მისგან, რა თქმა უნდა დაგვრჩა ისტორიები, შთაბჭდილებები ბევრი ემოცია და სითბო. ეს ყველაფერი კი აღბეჭდილია ფოტოგალერეაში, რაც მის ისტორიას მოიცავს და რომელსაც განსაკუთრებულად გავუფრთხილდებით“ თორნიკე გვიყვება, რომ ბაბუა განსაკუთრებულად ემზადებოდა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად. მისი მთავარი დამხმარე კი ის იყო, მის პიჯაკს მედლებით გააწყობდა და საზეიმოდ გამზადებული ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიჰყავდა. თორნიკემ რამდენიმე ამბავი გვიამბო. ასევე აღწერა ბაბუის ომში გაწვევის დღე და ისტორიას შემონახული ნივთი, რომელიც სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების სიმბოლოდ იქცა. „როგორც თვითონ გვიყვებოდა, ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მას გაწვევა მოუვიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან. ის მაშინ ცხოვრობდა საჩხერის რაიონში, სოფელ ჩონთოში. ამ დასახლებიდან მის გაწვევაში მონაწილეობას იღებდა შვიდი ადამიანი საერთო ჯამში. ქართული წეს-ჩვეულებიდან გამომდინარე, გაცილების ცერემონიის აღსანიშნავად სუფრა გაიშალა. ამ სუფრაზე შესაწირი (საკლავი) დაიკლა. ერთ-ერთი საინტერესო ისტორია კი სწორედ ამ სუფრას უკავშირდება. ამ სუფრაზე შეწირული მსხვერპლის ძვლის ერთ-ერთი ნაწილი აიღეს მათ და სიმბოლურ ნიშნად კარის შესასვლელთან დაკიდეს და ასეთი დათქმა გააკეთეს, რომ სახლიდან წასვლისას ყველას უნდა ეკოცნა ამ ძვლისთვის და ომიდან როდესაც დაბრუნდებოდნენ, იგივე უნდა გაემეორებინათ. სუფრას შვიდი გაწვეული მოსამსახურდა ექვსი ესწრებოდა და ექვსივე 1945 წელს საღსალამათი დაუბრუნდა ოჯახებს. ხოლო ის ერთი ადამიანი, სამწუხაროდ, ომიდან ვერ დაბრუნდა და დღემდე დაკარგულად ითვლება“ სოფელ საიმერლოში მცხოვრები ვარდენ შუბითიძე 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარნეულის მუნიციპალიტეტს 6 სამამულო ომის ვეტერანი შემორჩა , მათ შორის ერთი ქალია. კორონავირუსის გამო, ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიება არ გაიმართება. ექვსივე ვეტერანს მარნეულის მუნიციპალიტეტი 550 ლარის ოდენობის ფულად დახმარებასა და სასურსათო პაკეტებს გადასცემს. ავტორი : რადიო მარნეული #მეორემსოფლიოომი #ვეტერანი #მარნეული #MarneuliDaily.