მთავრობას ვთავაზობთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენი გუნდის მიერ მომზადებულ სტრატეგიას! - ვაშაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140085 მთავრობას ვთავაზობთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენი გუნდის მიერ მომზადებულ არა შეკავებაზე, არამედ შეტევაზე ორიენტირებულ სტრატეგიას! - ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე მთავრობას კორონავირუსზე აგრესიული შეტევის სტრატეგიას სთავაზობს. ვაშაძის თქმით, დღემდე მთავრობა ვირუსის შეკავების და შედეგებზე რეაგირების ტაქტიკას იყენებს იმ დაშვებით, რომ შესაბამისი რაოდენობის ინფრასტრუქტურა არ აქვს. მისივე თქმით, პირველ რიგში საჭირო რაოდენობის სწრაფი დიაგნოსტიკის საშუალებებია. "კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის დაგეგმვის სწრაფი და მასობრივი დიაგნოსტიკის საშუალებების არაპრიორიტეტულმა, მეორეხარისხოვან მიმართულებად აღიარებამ ბრმად დაგვტოვა ვირუსის გამოვლენასა და პრევენციის მიმართულებით, რაც დიდ შეცდომად მიგვაჩნია. სწორედ ამ დაშვებული შეცდომების შედეგია, მთავრობის დღეს არსებული ე.წ. შეკავების ანუ შედეგზე რეაგირების ტაქტიკა, რადგან ვერ ვახდენთ ვირუსის დროულ, მასობრივ დიაგნოსტიკასა და გამოვლენას. სწორედ ამ დაშვებულ შეცდომათა ერთობლიობამ მიგვიყვანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ეკონომიკურ კრიზისამდე, რამაც ჯანმრთელობის საფრთხესთან ერთად შიმშილის საფრთხის წინაშე დააყენა ჩვენი მოქალაქეები", - განაცხადა ვაშაძემ
0