ქართული ესტრადის ცნობილი ორი მომღერალი კორონავირუსით დაავადდა

0
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები არიან. მთავარი არხის“ ინფორმაციით, 59 და 62 წლის ქალბატონები კორონავირუსის სიმპტომებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებულები და მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ერთ-ერთი მომღერალი ამბობს, რომ რომანოვების კლასტერის შესახებ მათ მედიის საშუალებით გაიგეს. ისინი რისკ ჯგუფად არ ჩაუთვლიათ და შესაბამისად არც საავადმყოფოში გადაუყვანიათ. რამდენიმე დღეში, მაღალი სიცხის გამო, კლინიკას თვითონ მომღერლებმა მიმართეს. მომღერლები რესტორან „ვინოტელში“ იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც მოსკოვიდან ჩამოსული ჯგუფი თბილისში, რომანოვების სამეფო დინასტიის პირდაპირი შთამომავლის, საშა რომანოვის 40-ს იხდიდა. „სუფრასთან შეხება არ გვქონია საერთოდ. სუფრა იყო დღისით, ჩვენ ვმუშაობდით საღამოს 9-დან 10 საათამდე. მაგათთან 15 წუთიანი შეხება გვქონდა. ჩვენ ასეთი რაღაც, რომ გავიგე გამოვიძახე სასწრაფო. ძალიან კარგი მომსახურებაა ძალიან, ყველაფერი ძალიან კარგია გადასარევი მდგომარეობაა, სიმღერის ხასიათზეც ვარ“, – განაცხადა ინფიცირებულმა მომღერალმა მთავარ არხთან სატელეფონო საუბრისას. ასევე, ცნობილია, რომ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში. ამ დროისთვის, stopcov.ge -ის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 83 დადასტურებული შემთხვევაა. https://primetime.ge/qartuli-estradis-tsnobili-ori-momgherali-koronavirusit-daavadda/
0