შინობთა ღმერთი , შოდაი ჰოკაგე _ ჰაშირამა სენჯუ

0

whenever and wherever you live ... there will always be war

ჰაშირამა სენჯუ (千手 柱間, სენჯუ ჰაშირამა) შინობთა პირველი დამალული სოფლის - კონოჰაგაკურეს თანადამაარსებელი, პირველი ჰოკაგე და სენჯუს კლანის ლიდერი იყო. იგი კურამას პირველი ჯინჩურიკის - მიტო უზუმაკის მეუღლე და მეხუთე ჰოკაგეს - ცუნადეს ბაბუა იყო. ჰაშირამა თავისი ეპოქის სახელგანთქმული შინობი იყო, რომელსაც „შინობთა ღმერთს“ ეძახდნენ. იგი ერთადერთი იყო თავის კლანში, რომელიც ბუნებრივად ფლობდა კეკკეი გენკაი ხის გამოშვებას.
თუმცა ჰაშირამა ომიანობის დროს ცხოვრობდა და უჩიჰას ხელით მოკლული ძმის დასაფლავებას არაერთხელ დასწრებია, იგი არ კარგავდა ბედნიერი მომავლის იმედსა და მშვიდობისთვის ბრძოლის ჟინს. ბავშვობაში ჰაშირამა მადარა უჩიჰას დაუმეგობრდა, რომელმაც, მოგვიანებით, თავი მის მტრად გამოაცხადა მათ კლანებს შორის არსებული შუღლის გამო. ამის მიუხედავად, ჰაშირამამ მაინც შეძლო სენჯუსა და უჩიჰას კლანებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება და მადარასთან ერთად კონოჰა დააარსა. მათი მეგობრობა მას შემდეგ დასრულდა, რაც ტობირამა სენჯუმ ჰაშირამას მიერ სოფლის ლიდერად მადარას კანდიდატურის წამოყენება გააპროტესტა. მოგვიანებით, დამალული სოფლების გათანაბრების მიზნით ჰაშირამამ კუდიანი ურჩხულების დაჭერა დაიწყო და ისინი სოფლებს დაურიგა. კურამა მან მადარასთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად ჩაიგდო ხელში და თავის მეუღლეში ჩაბეჭდა.
ჰაშირამა მისი ძმის - ტობირამას მმართველობის პერიოდში, ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა, თუმცა უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციის მეშვეობით ოროჩიმარუმ იგი ორჯერ გააცოცხლა: პირველად კონოჰაზე თავდასხმისას, როდესაც მან იგი მესამე ჰოკაგეს დაუპირისპირა და მეორედ მეოთხე მსოფლიო ომში. მას შემდეგ, რაც ჰაშირამამ კონოჰას წარსულის შესახებ სასკე უჩიჰას კითხებს უპასუხა, იგი სხვა ჰოკაგეებთან ერთად მადარა უჩიჰას შეებრძოლა, თუმცა დამარცხდა და მისი ჩაკრას ნაწილი მადარამ შთანთქა
#ჰაშირამა
#სენჯუ
#ჰაშირამასენჯუ
#ჰოკაგე
#ანიმე
#მანგა
#manga
#ნარუტო
#naruto
#ახალიამბები
0