პანგოლინებში COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის მსგავსი კორონავირუსები აღმოაჩინეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140103 მეცნიერები ახალი კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის ადამიანებამდე მოღწევის „ნაკლულ რგოლს“ თავდაუღალავად ეძებენ. ახლახან, ამ ვირუსის ორი ახლო ნათესავი ვირუსი მათ აღმოაჩინეს პანგოლინებში, რომლებიც ჩინეთში შავ ბაზარზე იყიდებოდა. აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ ჰონგ-კონგელ და ჩინელ მკვლევართა ჯგუფმა ასი პროცენტით მაინც ვერ დაადასტურეს, რომ ამჟამინდელი ეპიდემიის წყარო სწორედ ეს ძვირფასი ძუძუმწოვარია. თუმცა, აღმოჩენილი შტამების მსგავსება მიუთითებს, რომ ჩინეთის პანგოლინების შავი ბაზარი ნამდვილი დროის ბომბია და სასწრაფოდ საჭიროებს განეიტრალებას. მას შემდეგ, რაც დადასტურდა კავშირის COVID-19-ის ეპიდემიასა და ქალაქ უხანის ხორცეულის ბაზრობას შორის, ვირუსის წყაროს საძებნელად კვლევები დაიწყო. როგორც SARS-CoV-2-ის გენომის პირველადი კვლევები მიუთითებს, ძლიერ შესაძლებელია, რომ ვირუსი გაჩნდა იუნანის პროვინციაში, ცხვირნალისებრი ღამურების კოლონიაში; ეს პროვინცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო მიანმარს ესაზღვრება. თუმცა, თუ მართლა ასეა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ გახდა ღამურების ეს კოლონია ინფექციის წყარო 1000 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარე მჭიდროდ დასახლებულ უხანში. ჩინეთის ხორცეულის ბაზრობებზე იყიდება ცოცხალ ცხოველთა ფართო მრავალფეროვნება როგორც საკვებად, ისე ტრადიციული მედიცინისთვის; ბევრი ცხოველი იქ აზიის ტროპიკებიდან მიჰყავთ. უცნობია, იყიდებოდა თუ არა უხანის ბაზრობაზე რაიმე სახის ღამურა, რადგან ის ეპიდემიის პირველ ნიშნებამდე დახურეს.
0