ჯანმრთელი თვალები რომ შეინარჩუნოთ.

0
* მიიღეთ დღეში ორი ლიტრი სითხე – ასეთი წესით ორგანიზმიდან წიდები გამოიდევნება; * ისეთი საკვები მიირთვით, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს, A, B2, C და D ვიტამინებს; * ხშირად დაასვენეთ თვალები და ნუ გადაღლით მათ ზედმეტი კითხვით, წერით, ტელევიზორისა თუ კომპიუტერის ყურებით; * დიდხანს ისეირნეთ დილა-საღამოს სუფთა ჰაერზე; * ეცადეთ, უარი თქვათ ალკოჰოლსა და ნიკოტინზე ან შეამცირეთ მათი მოხმარება; * არ დაგავიწყდეთ, რომ თვალებსაც სჭირდება ვარჯიში. აქვე შემოგთავაზებთ სპეციალურ ვარჯიშებს თვალების ირგვლივ კუნთების გასაძლიერებლად და კანის დასაჭიმავად. ეცადეთ ეს ვარჯიშები, დღეში რამდენჯერმე შეასრულოთ: * თვალების გუგები ატრიალეთ ხან მარჯვნივ, ხან – მარცხნივ; * დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ, ასეთ მდგომარეობაში, რაც შეიძლება, მაღლა აიხედოთ; * მზერა ჯერ ახლო მდებარე ნივთზე შეაჩერეთ, შემდეგ კი შორს გაიხედეთ; * ამოძრავეთ თვალები ოთხივე მიმართულებით: მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით და ქვევით; * ფართოდ გაახილეთ თვალები, ჯერ დაძაბეთ მზერა, შემდეგ კი მოადუნეთ.
#თავისმოვლა
#კანისმოვლა
#სილამზე #სილამაზისხრიკები
0