სააკაშვილი მთავრობას დახმარებას სთავაზობს

ByM.m.m.Georgia
0
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას უცხოეთშო მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დახმარებას სთავაზობს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას საკმარისი გავლენა და უკვე ფინანსური რესურსი აქვს, შესაბამისად შეუძლია ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს. სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს ნაციონალურ მოძრაობასა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას მიმართონ, რათა ერთიანი გეგმა შეადგინონ. "რა თქმა უნდა ჩვენ ამ ხალხს ვერ ამოვიყვანთ და გავუშვებთ სახლებში, მაგრამ ჩემი შეთავაზება არის ასეთი მე მაქვს საკმარისი კავშირები და ორგანიზაციული რესურსები იმისათვის, რომ დავაორგანიზოთ ამ ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, კარანტინში დაცულად, მაგრამ რაც მთავარია, საკუთარ სამშობლოში", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა ზუგდიდში მოსახლეობისთვის პირბადეების, ხელთათმანებისა და სადეზინფექციო საშუალებების დარიგებას, ორგანიზატორების 15 000 ლარით დაჯარიმებით დასრულდა. სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არაერთმა მოქალაქემ და პოლიტიკურმა ფიგურამ გააკრიტიკა, რადგან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან დაუშვებელია 10 ადამიანზე მეტის შეკრება, ზუგდიდში კი უფასო ინვენტარის წასაღებად ათობით ადამიანი მივიდა.
#კორონავირუსი
#სააკაშვილი
#პანდემია
#სიახლე
#coronavirus
#saakashvili
#news
#politics
#opinion
#business
ByM.m.m.Georgia
0