თუ საჭიროება დადგება და რისკები გაიზრდება არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის - მდინარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140112 თუ საჭიროება დადგება და რისკები გაიზრდება, რომელსაც დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის - ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. “იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება დადგება და ის რისკები გაიზრდება, რომელსაც დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, მაშინ არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას. შეიძლება შემოვიღოთ წესრიგი, რომლის დროსაც, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, გარეთ არ გამოვიდეს ადამიანი. დღეს, კონკრეტულად, ამის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ არც ამას მოვერიდებით და არსებობს შესაბამისი გეგმები. ხელისუფლება, ჯანდაცვისა შესაბამისი სტრუქტურები აკონტროლებენ არსებულ სიტუაციას და ყველა შემთხვევაში გადიან, ფაქტიურად, კვალზე ბოლომდე, ” - განაცხადა მდინარაძემ.
0