Fake ნიუსებმა წალეკა მედიასივრცე — კალაძე
Pirveliradio Ge
სამწუხაროდ, ტყუილი კარგად საღდება, ამიტომ, არასდროს უნდა დაგვეზაროს სიცრუისა და დეზინფორმაციის მხილება – დედაქალაქის მერი, კახა კალაძე Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება უამრავი ცრუ ინფორმაცია.
"ჩერჩილს აქვს ასეთი გამოთქმა ტყუილი ასწრებს ნახევარი მსოფლიოს შემოვლას, მაშინ როცა სიმართლეს ჯერ შარვალიც არ ჩაუცვამსო. ასეა, სამწუხაროდ, ტყუილი კარგად საღდება, ამიტომ, არასდროს უნდა დაგვეზაროს სიცრუისა და დეზინფორმაციის მხილება. ნუ გვგონია, რომ სიმართლის თქმა ზოგჯერ ზედმეტია. რა ვქნათ, ვუსმინოთ როგორ გვატყუებენ, როგორ ცდილობენ შექმნან გამოგონილი რეალობა? ჩემი პასუხი უკვე იცით არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. თქვენ კი, ვინც ახლა მიყურებთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ გაჩუმდეთ დეზინფორმაციაზე, რადგან დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას", – განაცხადა კალაძემ.