რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვას აღავლენს

0
რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვას აღავლენს. „ქალაქსა და ქვეყნიერებას“ – ასე ჰქვია პაპი ფრანცისკეს საგანგებო მიმართვას, რომელიც პაპმა კრიზისთან დაკავშირებით დანიშნა. პაპის თქმით, კორონავირუსმა ყველა ერთ გემზე მოაქცია. „ეს კრიზისი არის სოლიდარობის ტესტი და მთავარი ღირებულებების გახსენების შესაძლებლობა“, - აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ. პაპმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, მაღაზიების თანამშრომლებს, პოლიციელებს, მოხალისეებს და თქვა, რომ სწორედ ეს ადამიანები წყვეტენ ახლა ჩვენს ბედს. „ურბი ეტ ორბი“ – ამ მიმართვას როგორც წესი ათასობით ადამიანი ესწრება ყოველწლიურად, მაგრამ წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხი არ დგას. ცერემონიის ტრანსლაცია ვატიკანის ტელევიზიის საშუალებით ხდება.
#rome
#pope
#vatican
#stopcovid19
#coronavirus
#covid19
#urbietorbi
0